შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 19 ივნისის №112 განკარგულების საფუძველზე, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“  (ს/კ: 405214726) გაუუქმდა ლიცენზია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №37მ, მე-8 სართული, ოთახი №5. ტელ: 599 511 382;  ელფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                                                           როინ ცაციაშვილი