„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2025 წლის 11 ივლისი ქ. ვანი |
1. დანართის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ე ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;“.
2. დანართის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ვ ) საკრებულოს სამუშაო გეგმის და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტების დამტკიცება , მათში ცვლილებების შეტანა ;“.
3. დანართის მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .“.
4. დანართის მე -13 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 13. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა ; უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება “.
5. დანართის მე -13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს :
ა ) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ;
ბ ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობა , გარდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა ;
გ ) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი ;
დ ) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ -მინისტრი ;
ე ) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ირჩევენ , ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ;
ვ ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში , სახელმწიფო აუდიტის სამსახურში , საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ;
ზ ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ;
თ ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოებს ;
ი ) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში ;
კ ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოს (საწარმოების ) მართვაში (იყოს დირექტორი , დირექტორის მოადგილე , სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა ), აგრეთვე იყოს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე ;
ლ ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში .“.
6. დანართის მე -13 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ამოღებულ იქნეს .
7. დანართის მე -13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი :
„41. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში . საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან .“.
8. დანართის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ე “ და „ვ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე .“.
9. დანართის მე -13 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას , გარდა ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ე “ და „ვ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა , საკრებულო იღებს ცნობის სახით და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით .“
10. დანართის მე -13 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„7. თუ საკრებულოს წევრი /თანამდებობის პირი ზედეზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს , საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს /გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად . თუ დადასტურდა , რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი /თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს , საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას , რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის /თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ .“.
11. დანართის მე -13 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„9. საკრებულოს წევრის /თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.
12. დანართის მე -18 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .“.
13. დანართის მე -20 მუხლის მე -2 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ვ ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას , ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას , ამ რეგლამენტის მე -60 მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას ;“.
14. დანართის მე -20 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 102-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.
15. დანართის 21-ე მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ამ რეგლამენტის 104-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.
16. დანართის 22-ე მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს ;“.
17. დანართის 22-ე მუხლის მე -2 პუნქტის „დ 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დ 1) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყონებლივ შეტანას ;“.
18. დანართის 29-ე მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.
19. დანართის 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 97. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ , სამანადატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას .
2.საკრებულოს იურიდიულ , სამანადატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია , საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს კომისიის დასკვნა დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ .
3.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას , გარდა ამ რეგლამენტის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტის „ე “ და „ვ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა , საკრებულო იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე .
4.ამ რეგლამენტის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტის „ე “ და „ვ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს იღებს საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე ღია კენჭისყრით , საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით .
5.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.
20. დანართის 1461 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. საბჭო შედგება 15 წევრისაგან . მათ შორისაა : საბჭოს თავმჯდომარე , საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი .“
21. დანართის 1461 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე .“.
|