„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე .ა “ ქვეპუნქტის , 1061 მუხლის მე -14 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -2 პუნქტის , 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების , მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 4. საინვეტარიზაციო კომისია და კომისიის პასუხისმგებლობა
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია ) იქმნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე .
2. კომისია ხელმძღვანელობს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების , მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით .
3. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან . მათ შორის : თავმჯდომარის , მოადგილის , მდივნის , ბუღალტრის (აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ) და სხვა წევრებისაგან .
4. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი ).
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით . ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა .
6. კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია .
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას , სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ -ცალკე .
8. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია :
ა ) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების , ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების , ასევე , ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე ;
ბ ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი , ხარისხი , ზომა , რიგითი ნომერი და ა .შ .) სწორად შეტანაზე .
9. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე .
10. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე , ასევე , საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე , ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე .
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე -5 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის წესი “.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე -6 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია .“
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე -9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„9. მცირეფასიან აქტივებზე (აქტივები , რომლის ღირებულებაც არ აღემატება 500 ლარს ), ამ წესის მე -4 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული , ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა № 1 და /ან ფორმა № 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა № 3) შევსების წესი არ ვრცელდება .
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე -10 მუხლის პირველი და მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. თვითმმართველი ერთეულის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული ) ძირითადი ქონების ჩამოწერის საკითხს იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტში განსაზღვრული შემთხვევისა “.
„6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია .“.
|