,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-37 |
|
2020 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების , ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №155 ბრძანებით (ვებგვერდი , 17.07.2012, სარეგისტრაციო კოდი : 480610000.22.030.016056) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება : 1. მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 2. ბიუროს მიერ მომსახურების განხორციელება და მისთვის დადგენილი საფასური 1. სახელმწიფო ორგანოს , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათთან გათანაბრებული დაწესებულებების დაკვეთის საფუძველზე ბიურო ახორციელებს შემდეგ მომსახურებას : ა ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების /დოკუმენტების პროექტების (შემდგომში – დოკუმენტი ) თარგმნას და ოფიციალურ დამოწმებას ; ბ ) დოკუმენტის თარგმანის რედაქტირებას და ოფიციალურ დამოწმებას ; გ ) თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (სინქრონული თარგმანი და სხვა სახის მომსახურება ); დ ) სინქრონული აპარატურით მომსახურებას ; ე ) ვიდეო და აუდიო დოკუმენტების თარგმნა და ოფიციალურად დამოწმებას ; ვ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებას და კორექტირებული თარგმანის დამოწმებას „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში . 2. ამ ბრძანების დანართით განისაზღვრება : ინგლისურ , გერმანულ , ფრანგულ , რუსულ , ესპანურ , იტალიურ , აგრეთვე აფხაზურ ენებთან დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ვადები და საფასურის ოდენობა . 3. იმ უცხო ენებზე , რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე -2 პუნქტით , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით , ერთი გვერდისათვის ამ ბრძანების დანართით შესაბამისი მომსახურებისათვის განსაზღვრული ოდენობიდან 100-ლარამდე ოდენობის ფარგლებში . 4. ყველა უცხო ენაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით , 1 საათში გაწეული მომსახურებისათვის 400-ლარამდე ოდენობით . 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით . 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით , ვიდეო ან აუდიო დოკუმენტის ყოველ წუთზე 50-ლარამდე ოდენობით . 7. ბიუროს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად , შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს როგორც ნაბეჭდი , ისე ელექტრონული ფორმით .“. 2. მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება .“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|