„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2023 წლის 18 მაისი დაბა ასპინძა |
1. მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,ე ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;“.
2. მე -3 მუხლის მე -3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ “ ქვეპუნქტი :
„ლ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება ..“.
3. მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად დაწყებისთანავე . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .“.
4. მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა . უფლებამოსილების შეჩერება და /ან შეწყვეტა
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად დაწყებისთანავე . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .
2. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ :
ა ) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ;
ბ ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;
გ ) სასამართლომ გამოაცხადა უგზო -უკვლოდ დაკარგულად , გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ;
დ ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;
ე ) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან ;
ვ ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;
ზ ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან .
3. საკრებულო , საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის ) საფუძველზე .
4. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “, „დ “ „ვ “ და „ზ “ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე .
5. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა , რომ გაცდენები არასაპატიოა , საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას . გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით .
6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში . უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით . საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან . უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან .
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.
5. მე -17 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.
6. მე -18 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.
7. მე -19 მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,ა ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს ;.“.
8. 19-ე მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ 3“ ქვეპუნქტი :
,,ბ 3) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებისა პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას .“.
9. 26-ე მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.
10. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მე-5“ პუნქტი :
,,5. ფრაქციის თავმჯდომარეს /ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს /მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 43-ე მუხლის შესაბამისად , აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.
11. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 40. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს ამ საკრებულოს პირველ სხდომას .“.
12. 41-ე მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით :
ა ) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება ;
ბ ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა ;
გ ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა. “.
13. 44-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ საკითხებს . საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ .“.
14. 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით :
ა ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ;
ბ ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა ;
გ ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება ;
დ ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა .“.
16. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით . საკრებულოს ყოველი კვარტალის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტალის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ .
2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე .
3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე , საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების , დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა , აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს . დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო .
4. საკრებულოს თავმჯდომარე , ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას , საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს , მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს . საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ . ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგრძლივობით .
5. საკრებულოს კომისიას , საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს , საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება . ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის , ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთ წუთიან სიტყვას . საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის , ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ , საკრებულო , უკამათოდ , ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას .
6. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე . ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს , რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება . საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე , მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . ამასთანავე , აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია , თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები ;
7. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა , გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა , რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად .
8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე , რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს . ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ამოწურვის შემდეგ . კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება .“.
17. 51-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ “ ქვეპუნტი :
,,ვ ) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით .“.
18. 51-ე მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების ) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე . თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს , საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების ) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება . მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე , ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე .“.
|