„სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.120.016297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 27 ივლისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 30.12.2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.120.016191) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის   მუნიციპალიტეტში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი  №1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი  1

სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო ) წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს , რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს .“.

3. სამტრედიის   მუნიციპალიტეტში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი  №1) მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  3

1. საბჭო   შედგება  11 წევრისაგან .

2. საბჭოს თავმჯდომარეა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კურატორი ჯანმრთელობისა და   სოციალური დაცვის საკითხებში .

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი .

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე , რომელიც შეიძლება იყოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი .

5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში   მის უფლება -მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის   მოადგილე . 

6. საბჭოს   შემადგენლობაში,  გარდა   თავმჯდომარის   და   მოადგილისა , შედიან :

ა ) სამტრედიის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   თავმჯდომარის   მოადგილე ;

ბ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა   და   სოციალური   დაცვის სამსახურის   უფროსი ;

გ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის , ტურიზმის , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა   სამსახურის   უფროსი ;

დ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის , მშენებლობის , სამშენებლო ზედამხედველობის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის   სამსახურის   უფროსი ;

ე ) სამტრედიის   მუნიციპალიტეტის   მერიის   საფინანსო -საბიუჯეტო   სამსახურის   უფროსი ;

ვ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , ეკონომიკური სტატისტიკის , ქონების   მართვისა   და   სოფლის   მეურნეობის   სამსახურის   უფროსი ;

ზ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის , ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ;

თ ) სამტრედიის   საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ;

ი ) არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურდიული პირის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და   ბაგა -ბაღები ) გაერთიანების " დირექტორი .

7. საბჭოს ჰყავს მდივანი , რომელიც არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი .

8. საბჭოს   მდივანი   არ   არის   საბჭოს   წევრი .

9. საბჭოს   სხდომებს   ორგანიზებას   უწევს   საბჭოს   მდივანი .

10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები , განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე , სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად , სათათბირო   ხმის   გარეშე .“.

4. სამტრედიის   მუნიციპალიტეტში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი  №1) მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი  5

1. საბჭოს   ფუნქციებია :

ა ) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით ;

ბ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის , სსიპ -ების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა   შშმ   პირთა   ინტეგრაციის   კუთხით ;

გ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან , საკრებულოსთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი , სატრანსპორტო , საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების   განხილვა   და   მიღება ;

დ ) შშმ პირთა სოციალურ -საყოფაცხოვრებო , მათ შორის სურსათ -სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებთან   ერთად ;

ე ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება   და მათ დანერგვაში ხელშეწყობა ;

ვ ) შშმ პირებთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი ;

ზ ) შშმ პირებთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება ;

თ ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი , შეფასება , ზედამხედველობა და კოორდინაცია ;

ი ) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების   პროექტების   განხილვა   და   დასკვნების   მომზადება ;

კ ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე .“.

5. სამტრედიის   მუნიციპალიტეტში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი  №1) მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  11

1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ოთხჯერ .

2. მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის   მიერ განსაზღვრულ გონივრულ   ვადაში .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2018.
როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.07.2018. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.120.016297.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4241492/