სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2025
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016432 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/07/2025
913 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.06.2025 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.06.2025 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.03.2026 ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.08.2025 „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2025 წლის 29 ივლისი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის,   „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13  მუხლის  1​​​1  პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სიღნაღის  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე  მომუშავე   მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს   სიღნაღის   მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე  მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს   დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სიღნაღის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 18 აგვისტოს  №24  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.168.016222,   24/08/2017). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტში  ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში   ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო)  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 9 დადგენილებით დამტკიცებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა; გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება; დ) შემუშავებული პროგრამების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა; ე) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ვ) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ზ) საკრებულოს და  მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით; თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება და რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის   ორგანოებში; კ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინფორმატში. გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება  15 (თხუთმეტი) წევრის ოდენობით. 2. საბჭოს  შემადგენლობაში შედიან   საკრებულოს თავმჯდომარის  ერთ-ერთი მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლი,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ  ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება  შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; გ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; დ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის/ვადის გასვლის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების შერჩევის წესი 1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ამტკიცებს სიღნაღის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით. 3. საბჭოს წევრის კანდიდატურას ფრაქციის შემადგენლობიდან წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. საბჭოს წევრის კანდიდატურებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან  ნიშნავს  მოადგილეს და მდივანს. 2.   საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს და  ხელმძღვანელობს  საბჭოს თავმჯდომარე,  მისი არყოფნის შემთხვევაში - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3.  ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა ,  საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი  მიმართვის საფუძვლზე. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 5. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას, დღის წესრიგის პროექტების შედგენას, საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 6. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და  რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები  წარდგენილი  უნდა იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახის  წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 11. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე  და მდივანი. 12. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს   საქმიანობის   ტექნიკურ  უზრუნველყოფას  ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.