„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2001
ძალის დაკარგვა 16.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №35/ნ
სარეგისტრაციო კოდი 190020000.11.119.004634 11
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 19/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 24.12.1999
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ„
საქართველოს კანონისა და ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 მე-15, მე-16, მე-17, 24-ე, 29-ე მუხლების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების დროული და სრული მოცულობით შესრულების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ცნობად იქნეს მიღებული:
a) „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამები და მათი დეტალური განწერა შეთანხმებულია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და დამტკიცებულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიის მიერ 2000 წლის 29 დეკემბერს (დანართი 1);
b) „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების წლიური მოცულობა განისაზღვრა 284 812.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები თანხა – 87 512.3 ათასი ლარი, ხოლო „საკუთარი შემოსავლების“ მობილიზაციის დონემ უნდა შეადგინოს 197 300 ათასი ლარი.
2. 2001 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამები, მათი შემდგომი მართვისა და ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად, დაჯგუფებულ იქნეს შემდეგნაირად:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები;
ბ) უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამები;
გ) ინვალიდთა დახმარების სახელმწიფო პროგრამები;
დ) უმწეოთა სოციალური (ოჯახების) დახმარების სახელმწიფო პროგრამები;
ე) ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა პენსიები;
ვ) მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა.
3. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ა.ზოიძეს:
ა) უზრუნველყოს ცალკეული პროგრამების მიხედვით შემსრულებლებთან სათანადო ტიპიური ხელშეკრულებებისა და ანგარიშგების ფორმების პროექტების მომზადება;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო პროგრამების საერთო მართვა და კოორდინაცია;
გ) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების სისტემატიური შესწავლა, ანალიზი, მონიტორირება და ზედამხედველობა;
4. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამების შესრულებაზე ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაცია უზრუნველყოფილ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯაროობის სრული დაცვით, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ფართო მასების წარმომადგენლების მონაწილეობით;
გ) 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების ხელშეკრულებები დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარედგინოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს;
დ) 2001 წლის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ნაწილის ფორმირება და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) ცნობად იქნეს მიღებული, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების „გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დაფინანსების წესი“ დამტკიცებულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიის მიერ 2000 წლის 29 დეკემბერს (დანართი 2);
ვ) სახელმწიფო პროგრამების დამკვეთებმა მკაცრად დაიცვან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსების წესი და ძირითადი პრინციპები;
ზ) 2001 წლის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული იქნეს მხოლოდ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელთაც დადგენილი წესით მიღებული აქვთ შესაბამისი ლიცენზია;
თ) დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა.გამყრელიძეს, მინისტრის მოადგილეს ა.ზოიძეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს (რ.ურუშაძე) უზრუნველყონ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების“ განხორციელების ორგანიზაცია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ი) „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები“ განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ და ამისათვის 2001 წლის განმავლობაში გადაეცეს 13 100 ათასი ლარის ხარჯვის უფლება;
კ) „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე“ გამოყოფილი თანხებიდან, უპირატესი და უწყვეტი დაფინანსებით განხორციელდეს „გეგმიური იმუნიზაციის და ეპიდჩვენებით პროფესიული აცრებისა“ და „უსაფრთხო სისხლის, შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სახელმწიფო“ პროგრამები;
ლ) დაისვას საკითხი სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის (მ.ქავთარაძე, თ.კალანდაძე) წინაშე, 2001 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების დასრულება „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების“ შესასრულებლად – საერთო მოცულობით 41 100 ათასი ლარი, ხარისხის, აღრიცხვიანობის, დაზღვეულთა ინტერესების დაცვისა და ფინანსური პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით;
მ) დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა.ზოიძეს, თ.ჯინჯოლავას, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს (ვ.ჭეიშვილი) და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (მ.მურჯიკნელი) დადგენილი წესით უზრუნველყონ „სხვა ჯანდაცვითი“ პროგრამების შესრულების ორგანიზაცია, მართვა, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
ნ) „სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯების“ (200 ათასი ლარი) განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წერილობითი ნებართვის საფუძველზე;
ო) დაისვას საკითხი დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის (თ. ბოლქვაძე, კ. საკანდელიძე) წინაშე, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა. ზოიძეს, მ. ხაჩიძეს, ინვალიდთა სოციალური დაცვის სამმართველოს (თ. ჟორჟოლიანი), ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, დადგენილი წესით და ვადაში შეიმუშაონ საკონკურსო პირობები და წესები ინვალიდთა დახმარების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ღია კონკურსის საფუძველზე გაცემის უზრუნველსაყოფად;
ჟ) დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა.გამყრელიძეს, მინიტრის მოადგილეს ა. ზოიძეს, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს (ვ.ჭეიშვილი), სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტს (ვ.იაშვილი) „ინვალიდთა სერთიფიცირება-რეგისტრაციის სისტემის ფუნქციონირებისა და სრულყოფის“ სახელმწიფო პროგრამის შესრულების ორგანიზაცია, მართვა და აღსრულება დადგენილი წესით;
რ) დაისვას საკითხი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ზ. სოფრომაძე, ი. კოპლატაძე) წინაშე:
რ.ა) უზრუნველყოს მოზიდული სახსრებიდან პენსიონერებისათვის პენსიის აღრიცხვისა და სრულად გაცემის ორგანიზაციისათვის საჭირო თანხების გამიჯვნა;
რ.ბ) სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით კანონმდებლობით განსაზღვრული პენსიონერთა კონტიგენტისათვის პენსიების გაცემის თაობაზე;
რ.გ) ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სისტემის მართვის რაციონალიზაციის და აღრიცხვიანობის მოწესრიგების, საფოსტო და საბანკო მომსახურეობის სრულყოფისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებულთა ატესტაციის ჩატარების შესახებ;
ს) დამტკიცდეს „სხვა ჯანდაცვითი და ინვალიდთა დახმარების სახელმწიფო პროგრამების აღსრულებისა და შემსრულებლებთან ანგარიშსწორების თანდართული წესი“ (დანართი №3).
5. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა. ზოიძეს, თ.ჯინჯოლავას, დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდთან, სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადებები სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების საბანკო მომსახურეობის უზრუნველყოფის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია – „უმწეოთა სოციალური (ოჯახების) დახმარების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი და წარდგენილია დადგენილი წესით.
7. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ.ხაჩიძეს და სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტს (მ.მირიანაშვილი) ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ:
ა) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების ფონდიდან“ დახმარების გაცემის შესაბამისი კომისიის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების ფონდიდან“ დახმარების გაცემის წესის შემუშავება და წარმოდგენა.
8. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს მ.ღუდუშაურს და მ.ხაჩიძეს:
ა) „განსაკუთრებით მძიმე პირობებში მყოფი მოქალაქეების საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამის“ ორგანიზაციის განმახორციელებელი კომისიის ხელმძღვანელობა;
ბ) ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ „განსაკუთრებით მძიმე პირობებში მყოფი მოქალაქეების საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამის“ ორგანიზაციის განმახორციელებელი კომისიის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
9. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურეობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დაევალოს:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა.გამყრელიძეს, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტს (ა.თომაძე), სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს (ი.კალანდაძე) ათი დღის ვადაში წარმოადგინონ სასიცოხლოდ აუცილებელი და სახელმწიფო პროგრამების სამედიცინო სტანდარტებით განსაზღვრული მედიკამენტების ჩამონათვალი;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ.ღუდუშაურს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ.ლაზარაშვილი), სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს (ი.კალანდაძე) ათი დღის ვადაში წარმოადგინონ სახელმწიფო პროგრამების სამედიცინო სტანდარტებით გათვალისწინებული სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა ჩამონათვალი.
10. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა.გამყრელიძეს, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად (მ.ქავთარაძე) უზრუნველყონ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა ცენტრალიზირებული შესყიდვისა და პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებისათვის მიწოდების განხორციელების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს 2001 წლის პირველი მაისისა.
11. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა.გამყრელიძეს, მინისტრის მოადგილეებს ა.ზოიძეს, მ.ღუდუშაურს, თ.ჯინჯოლავას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს (რ.ურუშაძეს), ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ.ლაზარაშვილი), „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების“ და „სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შესაბამისი საქონელისა და მომსახურების ცენტრალიზირებული შესყიდვის განხორციელების ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
12. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოა-დგილეს ა.ზოიძეს, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლოცენზირების დეპარტამენტს (ი.კალანდაძე) ერთი კვირის ვადაში წარმოადგინონ დასამტკიცებლად 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების სამედიცინო სტანდარტები და ტარიფები.
13. მიღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიის მიერ 2000 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებული „სავალდებულო მუნიციპალური მინიმუმის ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამათა ნუსხა“ (დანართი 4).
14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ე.ბერია), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ა.ბერიძე) მინისტრებმა, ქალაქების თბილისისა და ფოთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორებმა, უზრუნველყონ 2001 წლის სახელმწიფო („მუნიციპალური“) პროგრამების პროექტების შემუშავება „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ჯანმრთელობის დაცვის 2001 წლის სავალდებულო მუნიციპალური მინიმუმის ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამათა ნუსხის“ გათვალისწინებით და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად წარმოდგენა.
15. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა.ზოიძეს, მ.ხაჩიძეს, სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტს (მ.მირიანაშვილი), ინვალიდთა სოციალური დაცვის სამმართველოს (თ.ჟორჟოლიანი), სამი კვირის ვადაში წარმოადგინონ „სავალდებულო მუნიციპალური მინიმუმის ფარგლებში განსახორციელებელი სოციალური დაცვის პროგრამების ნუსხა“.
16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ე.ბერია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და დასაქმების (ზ.ლაკერბაია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის (შ.წულეისკირი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ა.ბერიძე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის (ო.კახაძე) მინისტრებმა, ქალაქების თბილისისა და ფოთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორებმა ექვსი თვის ვადაში უზრუნველყონ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური პროგრამების პროექტების წარმოდგენა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად.
17. „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების შესრულების მიზნით ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლ.ცაავას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გ.ცინცქილაძეს, ქ.თბილისის მერს ბატონ ი.ზოდელავას და ქ.ფოთის მერს ბატონ ა.დარჯანიას, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქალაქებისა და რაიონების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და რაიონების გამგებლებს:
ა) უზრუნველყონ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის რეგიონალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ორგანიზაციისა და შესრულების მიმდინარეობის ანალიზის პერიოდული განხილვა;
ბ) სახელმწიფო („მუნიციპალური“) პროგრამების განხორციელებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხების მიზნობრივი ხარჯვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით დაფინანსება განხორციელდეს მხოლოდ რეგიონალური ფონდების მეშვეობით.
18. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ (თ.კალანდაძე), სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ი.კოპლატაძე), დასაქმების ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (კ.საკანდელიძე), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა (რ.ურუშაძე), სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტმა (ვ.იაშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ე.ბერია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და დასაქმების (ზ.ლაკერბაია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის (შ.წულეისკირი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის (ა.ბერიძე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის (ო.კახაძე) მინისტრებმა, ქ.თბილისისა და ქ.ფოთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორებმა, უზრუნველყონ:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“ და „მუნიციპალური“) პროგრამების შესრულების ყოველთვიური და ყოველკვარტალური შესაბამისი ფინანსური ანგარიშისა და ძირითადი საქმიანობის ბალანსის დადგენილი წესით წარმოდგენა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში (მ.მურჯიკნელი), საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“ და „მუნიციპალური“) პროგრამების შესრულების წლიური ანგარიშის წარმოდგენა საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.
გ) სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ინფორმაციის წარდგენა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სოციალური სფეროს ეკონომიკისა (ლ. ტყებუჩავა) და სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის (ვ.ჭეიშვილი) დეპარტამენტეში არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
19. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ (მ.ქავთარაძე, თ.კალანდაძე), დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდმა (თ.ბოლქვაძე, კ.საკანდელიძე), სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა (ზ.სოფრომაძე, ი.კოპლატაძე), უზრუნველყონ შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაციის წარდგენა (არაუგვიანეს ყოველი კვირის პარასკევისა) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში (მ.მურჯიკნელი).
20. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა.ზოიძეს, თ.ჯინჯოლავას, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს (ვ.ჭეიშვილი), საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (მ.მურჯიკნელი), რეგიონული პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტს (ზ.თოფურია) და სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტს (ლ.ტყებუჩავა) უზრუნველყონ:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“ და „მუნიციპალური“) პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“ და „მუნიციპალური“) პროგრამების შესრულების ექვსი თვისა და წლიური ანგარიშების წარმოდგენა დადგენილი წესით, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში, მინისტრის საბჭოზე განსახილველად;
გ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“ და „მუნიციპალური“) პროგრამების შესრულების ექვსი თვისა და წლიური ანგარიშების წარდგენა დადგენილი წესით, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად.
21. 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა. ზოიძეს, თ. ჯინჯოლავას, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის (ვ. ჭეიშვილი), საფინანსო-საბიუჯეტო (მ. მურჯიკნელი) და სოციალური სფეროს ეკონომიკის (ლ. ტყებუჩავა) დეპარტამენტებს.
22. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო იურიდიული პირების სამეთვალყურეო საბჭოებმა განახორციელონ სახელმწიფო პროგრამების შესრულების მკაცრი ფინანსური და ორგანიზაციული კონტროლი.
23. დაევალოს სახელმწიფო პროგრამების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს, მინისტრის მოადგილეებს ო. ბარათაშვილს, ა. ზოიძეს, მ.ღუდუშაურს, მ. ხაჩიძეს, თ.ჯინჯოლავას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს რ. ურუშაძეს, დეპარტამენტების უფროსებს: ვ. ჭეიშვილს, მ. მურჯიკნელს, რ. საყვარელიძეს, ვ. იაშვილს, სამმართველოს უფროსს თ.ჟორჟოლიანს უზრუნველყონ მათთვის მინდობილი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის სრული ზედამხედველობა და პერიოდული წერილობითი ინფორმაციის წარმოდგენა.
24. სახელმწიფო პროგრამების დამკვეთებმა უზრუნველყონ თითოეული პროგრამის შესრულების თაობაზე ანგარიშგების მომზადება და ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატაში წარდგენა ძირითადი საქმიანობის ბალანსთან და პროგრამების შესრულების შედეგების მიმდინარეობის შესახებ განმარტებით ბარათთან ერთად.
25. სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის წლიური ანგარიში, წარედგინოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტისა.
26. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებს ა. ზოიძეს, თ. ჯინჯოლავას, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (მ.მურჯიკნელი) და სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტს (ლ. ტყებუჩავა), რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდების საქმიანობის შესწავლა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდების საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ბრძანების პროექტის წარმოდგენა.
27. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების შესრულების მიზნით დაისვას საკითხი:
ა) ფინანსთა სამინისტროს წინაშე, უზრუნველყოს 2001 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების უწყვეტი დაფინანსება 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერის შესაბამისად;
ბ) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინაშე:
ბ.ა) უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური გადასახადებისა და სამედიცინო დაზღვევის შენატანების მობილიზაცია ყოველთვიურად საბიუჯეტო განწერის მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი ცალკეული რეგიონების მიხედვით;
ბ.ბ) ტერიტორიალურმა სამსახურებმა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებს ყოველკვარტალურად წარუდგინონ მონაცემები დამზღვევებზე (სოციალური დაზღვევის შენატანის გადამხდელებზე) რიცხული სოციალური დაზღვევის შენატანების დავალიანების შესახებ.
28. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს თ.ჯინჯოლავას, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (მ.მურჯიკნელი), „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დაცულ მუხლებში და აგრეთვე გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებაში წარმოქმნილი, წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნების განწერა.
29. დაევალოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდს სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის შედეგად შემოსული შემოსავლების განკარგვა მსოფლიო ბანკთან რატიფიცირებული საკრედიტო ხელშეკრულების „საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის კომპონენტის“ განხორციელების გეგმის თანახმად.
30. დაევალოს მინისტრის საგანგებო დავალებებისა და კონტროლის ბიუროს (თ.ბაჩიაშვილი), სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით ორგანიზაცია გაუწიოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „სოციალური პროგრამების საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს“ ჩამოყალიბებას არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ფართო მასების წარმომადგენლების მონაწილეობით.
31. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესის სრულყოფის მიზნით:
ა) შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ამირან გამყრელიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე
ოთარ ბარათაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
აკაკი ზოიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
მარინა ღუდუშაური – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
მანონი ხაჩიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თენგიზ ჯინჯოლავა – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ოთარ ვასაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი
ალექსანდრე თომაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი
ვიქტორ იაშვილი – სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
თეიმურაზ კალანდაძე – სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დირექტორი
იაგორ კალანდაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი კოპლატაძე – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორი
ლევან ლაზარაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე
მარინა მირიანაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსი
მირიან მურჯიკნელი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო – საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
პაატა რუხაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვის კომპიუტერული ცენტრის დირექტორი
კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორი
რევაზ საყვარელიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ლერი ტყებუჩავა – სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
რამაზ ურუშაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნატა ყაზახაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი
თემურ ჩხეტია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამკურნალო დახმარების დეპარტამენტის უფროსი
ვასილ ჭეიშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი
ბ) დაევალოს კომისიას:
ბ.ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2000 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების წლიური ანალიზის მომზადება მიმდინარე წლის 15 აპრილამდე;
ბ.ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2002 წლის სახელმწიფო პროგრამების ინდიკატური გეგმის შემუშავება და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში წარდგენა მიმდინარე წლის არა უგვიანეს 1 მარტისა;
ბ.გ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2002 წლის სახელმწიფო პროგრამების პროექტების შემუშავება და წარმოდგენა მინისტრის საბჭოზე განსახილველად მიმდინარე წლის 1 მარტამდე.
32. აღნიშნული ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2000 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 12 მაისის №79/ო ბრძანება;
ბ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2000 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 12 მაისის №79/ო ბრძანების შესრულების ორგანიზაციის თაობაზე“ 2000 წლის 9 ივნისის №105/ო ბრძანება;
გ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო მუნიციპალური მინიმუმის ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამათა ნუსხის დამტკიცებისა და ჯანმრთელობის დაცვის 2000 წლის „მუნიციპალური“ პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ 2000 წლის 9 ივნისის №106/ო ბრძანება;
დ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2000 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 12 მაისის №79/ო ბრძანების შესრულების ორგანიზაციის თაობაზე“ 2000 წლის 24 ივნისის №134/ო ბრძანება;
ე) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2000 წლის სახელმწიფო („ცენტრალური“) პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 12 მაისის №79/ო ბრძანების შესრულების ორგანიზაციის თაობაზე“ 2000 წლის 24 ივნისის №135/ო ბრძანება;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონის შესრულების ღონისძიებების ორგანიზაციის შესახებ“ 2000 წლის 18 აგვისტოს №36/ნ ბრძანება;
33. ბრძანება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ხოლო შემდგომ გაზეთებში: „საქართველოს რესპუბლიკა“, „სვობოდნაია გრუზია“ და „მედიცინა“.
34. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ა.ზურაბაშვილს.
ა. ჯორბენაძე