📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017381 55
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/07/2025
1,594 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ინსპექტირება
სამინისტროს სისტემის ინსპექტირების ობიექტებში კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობის (მათ შორის, ფინანსური საქმიანობის) შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება
მუხლი 2
ინსპექტირების ობიექტი
საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები და სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მართვაში არსებული იურიდიული პირები
მუხლი 2
სამსახურებრივი შემოწმება
სამინისტროს სისტემის  მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება
მუხლი 2
ფინანსური მონიტორინგი
თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ების, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური საქმიანობის კანონიერების შემოწმება
მუხლი 2
ინსპექტორი
გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელსაც გენერალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული აქვს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის განხორციელების  უფლებამოსილება
მუხლი 2
მოწვეული სპეციალისტი
მოწვეული პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში სპეციფიკური საკითხების შესწავლისათვის
მუხლი 2
ინსპექტირების ჯგუფის უფროსი
გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით ხელმძღვანელობს  ერთი ან რამდენიმე თემის ინსპექტირების პროცესს
მუხლი 2
ინსპექტირების ხელმძღვანელი
გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გეგმავს ინსპექტირების პროცესს და ხელმძღვანელობს ინსპექტირების ჯგუფს/ჯგუფებს.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.06.2015 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 17.02.2025 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 29.12.2025 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 93% 06.05.2020 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 92% 24.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის ბრძანება №94 2025 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ე‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 28  აპრილის №38 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ბრძანების რეგულირების სფერო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გენერალური ინსპექციის (შემდგომ – გენერალური ინსპექცია) მიერ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა სუბიექტებში ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის განხორციელების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და ხელს უწყობს ამ პროცესების სწორად დაგეგმვასა და ეფექტიან წარმართვას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტირება – სამინისტროს სისტემის ინსპექტირების ობიექტებში კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობის (მათ შორის, ფინანსური საქმიანობის) შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება; ბ) ინსპექტირების ობიექტი – საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები და სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მართვაში არსებული იურიდიული პირები; გ) სამსახურებრივი შემოწმება – სამინისტროს სისტემის  მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება; დ) ფინანსური მონიტორინგი – თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ების, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური საქმიანობის კანონიერების შემოწმება; ე) ინსპექტორი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელსაც გენერალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული აქვს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის განხორციელების  უფლებამოსილება; ვ) მოწვეული სპეციალისტი – მოწვეული პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში სპეციფიკური საკითხების შესწავლისათვის; ზ) ინსპექტირების ჯგუფის უფროსი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით ხელმძღვანელობს  ერთი ან რამდენიმე თემის ინსპექტირების პროცესს; თ) ინსპექტირების ხელმძღვანელი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გეგმავს ინსპექტირების პროცესს და ხელმძღვანელობს ინსპექტირების ჯგუფს/ჯგუფებს. მუხლი 3🔗. ინსპექტირების ფორმები და  სახეები 1. ინსპექტირების ფორმებია: ა) გეგმური ინსპექტირება  – საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ინსპექტირების წლიური გეგმის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქმიანობის (მათ შორის, ფინანსური საქმიანობის) შემოწმება; ბ) არაგეგმური ინსპექტირება – სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქმიანობის (მათ შორის, ფინანსური საქმიანობის) შემოწმება წინასწარ დამტკიცებული გეგმის გარეშე. 2. ინსპექტირების სახეებია: ა) თემატური ინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით ინსპექტირების ობიექტზე ერთი ან რამდენიმე თემის/საკითხის (მათ შორის, ფინანსური) შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება; ბ) კომპლექსური ინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის (მათ შორის, ფინანსური) შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება; გ) რეინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირების (მათ შორის, ფინანსური) შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმება ინსპექტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. თავი II ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პრინციპები და საფუძვლები მუხლი 4🔗. ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პრინციპები ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პროცესში დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) კანონის წინაშე თანასწორობა – დაუშვებელია ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში მხარისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ან მის მიმართ დისკრიმინაციული ზომების მიღება; ბ) საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა – ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ინსპექტორმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის საბოლოო შედეგებზე. გენერალური ინსპექციის კონკრეტული მოსამსახურის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი; გ) უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე  – ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის   პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა; დ) საიდუმლოება და  კონფიდენციალურობა – დაუშვებელია ინსპექტირების,  სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში მოპოვებული სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებების, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის არაკანონიერი გავრცელება ან/და არაპროფესიული მიზნებისთვის გამოყენება. მუხლი 5🔗. ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის საფუძვლები ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის საფუძვლებია: ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ინსპექტირების წლიური გეგმა; ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) გენერალური ინსპექციის უფროსის წერილობითი დავალება; დ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია); ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები; ვ) „ცხელი ხაზის“ სატელეფონო, ელექტრონული ფოსტისა და სააბონენტო ყუთების საშუალებით მიღებული ინფორმაცია; ზ) ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული ან ორგანიზაცია/დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაცია. თავი III საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდები მუხლი 6🔗. ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პროცესში საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდები ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პროცესში საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდებია: ა) დოკუმენტაციის გამოთხოვა; ბ) ინსპექტირებასთან, სამსახურებრივ შემოწმებასთან ან/და ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; გ) ინსპექტირებასთან, სამსახურებრივ შემოწმებასთან ან/და ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებით სამინისტროს სისტემის ობიექტების დათვალიერება; დ) ექსპერტიზის დანიშვნა; ე) აუცილებელი დოკუმენტებისა და აქტების შესწავლა; ვ) ინსპექტირებასთან, სამსახურებრივ შემოწმებასთან ან/და ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომების გამოყენება. თავი IV ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პროცესი მუხლი  7🔗. ინსპექტირების  პროცესი 1. ინსპექტირების პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებებია: ა)  ინსპექტირების ობიექტის წინასწარ შესწავლა; ბ) გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოსთან კოორდინაციით, ინსპექტირების შესახებ საორგანიზაციო ბრძანების პროექტის მომზადება, სადაც უნდა განისაზღვროს ინსპექტირების ფორმა და სახე, ინსპექტირების პერიოდი, ინსპექტირების ჯგუფის/ჯგუფების შემადგენლობა, ინსპექტირების თემა და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტორების განაწილება შესასწავლი ობიექტების მიხედვით; გ) აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო სპეციალისტების/ექსპერტების მოწვევა; დ) საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების ობიექტზე ვიზიტის განხორციელება; ე) ინსპექტირების მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, მატერიალური ქონების, ტექნიკის, ოთახებისა და შენობა-ნაგებობების დალუქვა; ვ) ინსპექტირების ობიექტზე კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობის, მათ შორის, მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის  შესრულების შემოწმება; ზ) საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების ობიექტის მოსამსახურეებისგან, ასევე ინსპექტირების თემასთან/საკითხთან დაკავშირებული სხვა პირებისგან წერილობითი ახსნა-განმარტების მიღება და სათანადო ოქმების შედგენა; თ) ინსპექტირების პროცესში გადაცდომის ან/და შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის ცნობის სახით წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის შემდგომი რეაგირებისათვის; ი) ინსპექტირების მასალებზე დაყრდნობით ინსპექტირების დასკვნის მომზადება და გენერალური ინსპექციის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ინსპექტირების დასკვნის თითო ეგზემპლარი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება მინისტრს და ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს. თუ ინსპექტირების ობიექტი თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულია, დასკვნის ერთი ეგზემპლარი შემდგომი რეაგირებისათვის ასევე გადაეგზავნება თავდაცვის ძალების მეთაურს. მუხლი 8🔗. სამსახურებრივი შემოწმების პროცესი 1. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებებია: ა) მიღებული დავალების ან ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ბ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფინანსური მონიტორინგის სამმართველოსთან კოორდინაციით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; გ) სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებით გამოსაკითხ პირთა წრის განსაზღვრა; დ) სამსახურებრივი შემოწმების მიზნებისთვის წერილობითი ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ე) სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას მატერიალური ქონების, ტექნიკის, ოთახებისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში დალუქვა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესაბამისი შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავება; თ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის ცნობის სახით წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისთვის შემდგომი რეაგირებისთვის; ი) დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში დასკვნის პროექტის მომზადება და გენერალური ინსპექციის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) დისციპლინური წარმოების ჩატარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომელია; ლ) დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტის მომზადება სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ და შემდგომი რეაგირებისთვის გენერალური ინსპექციის უფროსისთვის წარდგენა; მ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს. მუხლი 9🔗. ფინანსური მონიტორინგი 1. ფინანსური მონიტორინგის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების ან/და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში განხორციელებული ფინანსური საქმიანობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესწავლა; ბ) თავდაცვის ძალების, სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის კანონიერების შემოწმების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ან/და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის გამოთხოვა; დ) საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ე) კომპეტენციის ფარგლებში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ფინანსური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები/ნაკლოვანებები აისახება შესაბამისი ინსპექტირების ან სამსახურებრივი შემოწმების შემაჯამებელ დოკუმენტში და შემდგომი რეაგირებისთვის წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს. თავი V ინსპექტორის უფლებამოსილება და ვალდებულება მუხლი 10🔗.  ინსპექტორის უფლებამოსილება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ინსპექტორს  უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისაგან წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და გონივრულ ვადაში ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური მონიტორინგის პროცესის ზიანის მიუყენებლად მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან/და მატერიალური ქონება (მათ შორის, ადგილზე გაცნობით/დათვალიერებით); ბ) ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური მონიტორინგის საქმესთან დაკავშირებით დაათვალიეროს შენობა/ნაგებობა და სხვა ქონება; გ) ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური მონიტორინგის საქმესთან დაკავშირებით შეუზღუდავად და შეუფერხებლად შევიდეს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში, ობიექტებსა და ქვედანაყოფებში; დ) ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური მონიტორინგის საქმესთან დაკავშირებით მოითხოვოს და ნებაყოფლობით მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტებები სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეებისაგან, ასევე ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან (წარმომადგენლებისაგან), რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის სუბიექტები; ე) საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩასატარებლად წერილობითი შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს. მუხლი 11🔗.  ინსპექტორის ვალდებულება ინსპექტორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და შეისწავლოს ეს წესი; ბ) ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის პროცესში იხელმძღვანელოს ამ წესით და ზედმიწევნით დაიცვას ის; გ) წინასწარ განაცხადოს თვითაცილება და მონაწილეობა არ მიიღოს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების ან ფინანსური მონიტორინგის პროცესში ამავე წესის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განხილული გარემოებების შემთხვევაში.