ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-89. 89251982
2025 წლის 17 ივლისი
ქ. ყვარელი
ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად:
1. ქ. ყვარელში, სამ უსახელო ქუჩას მიენიჭოს:
ა) დავით აღმაშენებლის VI შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად;
ბ) დავით აღმაშენებლის VII შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად;
გ) დავით აღმაშენებლის VIII შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.
4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).
საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“?
- „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 17.07.2025. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-89. 89251982. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.164.016002.
- სად არის „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ“, №გ-89. 89251982, 17.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.164.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6576038/