უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება REG 4 25 00001561
2025 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება: კერძოდ, „შპს „აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცის" (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა №9-11; ს/კ 206047400)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქუჩა №3; ს/კ 206047400)“ და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებში:
ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;
ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;
გ) მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცის (ს/კ 206047400) დირექტორის, კობა ბურნაძის განცხადებები: №742328, 03.07.2025; №747065, 04.07.2025 და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი