📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2025
ძალაში შესვლა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №282
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.025174 13
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/07/2025
384 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2025 მიღება
01.08.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 16.01.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 27.12.2019 დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 17.02.2022 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 82% 29.02.2024 „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 21.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №282 2025 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 26 ივნისის №760-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, აგრეთვე დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით: მუხლი 1🔗 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში − დაზვერვის სააგენტო) ოფიციალური წარმომადგენლის (შემდგომში − დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი) მივლენის ან/და გამოწვევის. მუხლი 2🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის“ მიხედვით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობის ანალოგიურად. მუხლი 3🔗 დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდგომ ეძლევა ფულადი სარგო,  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობრივი სარგოს ანალოგიურად, ხოლო სხვა დანამატები და სარგოები არ უნარჩუნდება. მუხლი 4🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ბ) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობისა (საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყოფა. მუხლი 5🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს დაზვერვის სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 6🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ან უშიშროების/ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით (შეთანხმებით), დაზვერვის სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №380 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე