„კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტო №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-476
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-476

2025 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს  №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1

„კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს №211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 04/08/2015, 360160000.22.023.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით  დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი (შემდგომში –  წესი)  განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნარჩენების მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარდგენის, განხილვისა და შეთანხმების პროცედურებსა და პირობებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სააგენტოს.“;

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გეგმის განხილვისა და შეთანხმების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს  სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. გეგმა შემდგომი განხილვისა და შეთანხმების მიზნით, სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფორმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.mepa.gov.ge მეშვეობით. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ გეგმას და თანხმობის შემთხვევაში წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს მისი შეთანხმების შესახებ.

2. გეგმის განხილვისა და შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

3. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა ან/და თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით ან/და არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე და შენიშვნების გათვალისწინებისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4. თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დაზუსტებულ გეგმას ან/და შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო წარმოდგენილ გეგმას დატოვებს განუხილველად.

5. სააგენტო უფლებამოსილია მოაწყოს გეგმის განხილვა დაინტერესებულ პირთან ერთად. გეგმის განხილვისას ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სადაც დაინტერესებული პირი საქმიანობას ეწევა.

6. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოდექსით უფლებამოსილი პირებისთვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი  აგვისტოდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი