„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის N53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58-55 |
|
2025 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი |
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად, სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, არქიტექტორი, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე“;
ა.ბ) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტრო.“;
ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა, ასევე ინფორმაცია უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობის შესახებ;“;
ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებას, სამსახურში უნდა წარადგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ფოტო და გადაადგილების შემდგომი ფოტომონტაჟი, საავტორო უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი, აგრეთვე, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია.“;
გ) მე-4 მუხლის:
გ.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობის შესახებ.“;
გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4¹“ პუნქტი:
„41. კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში:
ა) თუ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება ან გადაადგილება იგეგმება იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ან მდებარეობს უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური და/ან ვიზუალური დაცვის არეალში, განმცხადებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) გადაწყვეტილება;
ბ) თუ იგეგმება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება ან გადაადგილება, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახური ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, მოდელი და ესკიზი, შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) თუ მემორიალური დაფის განთავსება იგეგმება შენობა-ნაგებობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ან მდებარეობს უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური და/ან ვიზუალური დაცვის არეალში, განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ვალდებულია წარუდგინოს არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება.“;
ე) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვის ეტაპის დასრულების და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, კომისია თბილისის მერს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაციით:
ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ;
ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეუწონლად ცნობის შესახებ.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის კვლავ განთავსების საკითხი, რომლის პატივსაგებად თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკვე განთავსებულია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია.“;
ზ) მე-6 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს 61 პუნქტი:
„61.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის განხილვაზე, თუ ის უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს.“.
|