ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58-56
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017343 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58-56
2025 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების პირობებს და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებების დაფინანსებაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ტარდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ორგანიზებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ფინანსური მხარდაჭერის განსახორციელებლად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) ქმნის პროექტების განმხილველ კომისიას და კომისიის აპარატს (შემდგომში - კომისია, აპარატი).
4. კომისიის საქმიანობის წესი, კომისიისა და კომისიის აპარატის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
მუხლი 2🔗.
თანადაფინანსების მიმღები პირები
ამ წესით განსაზღვრული თანადაფინანსების მიმღები პირები არიან მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
მუხლი 3🔗.
თანადაფინანსების ობიექტი
თანადაფინანსებას ექვემდებარება როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია.
მუხლი 4🔗.
საპროექტო განაცხადის წარდგენა
1. თანადაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, რომელსაც თან დაურთავს სრულყოფილად შევსებულ საპროექტო განაცხადს საპროექტო განაცხადს აგრეთვე უნდა დაურთოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სავალდებულო დოკუმენტაცია. სხვა შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
2. საპროექტო განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
3. აპარატი ამოწმებს საპროექტო განაცხადის შესაბამისობას დადგენილ ფორმასა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის ან დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, აპარატი მიმართავს სამსახურს. დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დაინტერესებულ პირს სამსახურის მიერ განესაზღვრება არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. კომისიას/აპარატს ნებისმიერ ეტაპზე უფლება აქვს მოითხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
მუხლი 5🔗.
საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება
1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აპარატი საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის კომისიას.
2. თანადაფინანსება გულისხმობს ნაწილობრივ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადის თანადაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ და წარუდგენს რეკომენდაციას სამსახურის უფროსს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას თანადაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
5. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში კომისია საპროექტო განაცხადის თანადაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას თანადაფინანსების თაობაზე იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
7. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და დაინტერესებულ პირს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ამ წესის ფარგლებში, პროგრამისთვის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის თანადაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
9. მოთხოვნილი თანხის მოცულობა თითოეული დაინტერესებული პირისათვის შეადგენს არაუმეტეს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.
10. დაინტერესებული პირი ვალდებულია თანადაფინანსებაში მიიღოს თანამონაწილეობა შემდეგი პროპორციით:
ა) 5,000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%;
ბ) 5,001 - 20,000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%;
გ) 20,001 - 30,000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 20%;
დ) 30,001 - 50,000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 30%.
მუხლი 6🔗.
საპროექტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები
საპროექტო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, პროექტის განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის და სამსახურის მიერ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებთან შესაბამისობა.
მუხლი 7🔗.
ხელშეკრულების დადება
1. სამსახურსა და თანადაფინანსების მიმღებ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, სამსახურსა და თანადაფინანსების მიმღებ პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებითი პირობების ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, კომისია რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
მუხლი 8🔗.
კონტროლის განხორციელება და თანხების ხარჯვის შესახებ ანგარიშის წარდგენა
1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის უფროსის მიერწინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. თანადაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია თანადაფინანსების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურს წერილობითი სახით წარუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ასევე, თანადაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია სამსახურს ოფიციალური წერილობითი სახით წარუდგინოს თანადაფინანსების მიღებიდან 3 (სამი) და 12 (თორმეტი) თვის ანგარიში სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
4. ზემოაღნიშნული ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იქნეს სამსახურსა და თანადაფინანსების მიმღებ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, თანადაფინანსების მიმღები პირი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.