ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2025
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016572 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2025 წლის 29 ივლისი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის
გ ე გ მ ა
თავი I
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1. შესავალი
წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ.
1.2. გეგმის
მიზანი
გეგმის მიზანია:
– საგანგებო სიტუაციებისაგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
– ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
– საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;
– ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;
– ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.
1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.
საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართი №1-ში წარმოდგენილი ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებთან.
1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებთანაც ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს გურიის რეგიონში, მას ესაზღვრება იმერეთის რეგიონიდან – სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელოს რეგიონიდან – აბაშის, ფოთის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტები, გურიის რეგიონიდან – ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, შავი ზღვის სანაპირო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:
ფართობი – 53 300 ჰა.
სასოფლო-სამეურნეო სავარგული – 27 000 ჰა (51%)
არასასოფლო-სამეურნეო სავარგული – 26 300 ჰა (49%), მათ შორის კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკი 10 000 ჰა, 5 000 ჰა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
მოსახლეობა – 28 554 ადამიანი
ქალაქისა და დაბის მოსახლეობა – 6400 ადამიანი
სოფლების მოსახლეობა – 22 154 ადამიანი
დასახლებული პუნქტი – 16 ადმინისტრაციული ერთეული
მდინარეები: სუფსა 45 კმ, ფიჩორი 35 კმ
მანძილი დედაქალაქამდე 290 კმ; რეგიონულ ცენტრამდე (ოზურგეთი) 35 კმ, უახლოესი პორტი (ფოთი) 41კმ; უახლოესი აეროპორტი (კოპიტნარი) 40კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 16 ადმინისტრაციული ერთეული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა შეადგენს 28 554, ხოლო ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 6 400.
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ №2-ში.
მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №3-ში.
ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი, მუნიციპალიტეტში 16 ადმინისტრაციული ერთეულია:
ლანჩხუთი – ქალაქი ლანჩხუთი;
აცანა – აცანა, ტელმანი;
აკეთი – გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი;
გვიმბალაური – გვიმბალაური, ჯუნეწერი;
ლესა – ლესა, ჭინათი;
მამათი – კონჭკათი, მამათი, ქვემო მამათი, შათირი;
მაჩხვარეთი – მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე;
ნიგვზიანი – არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია;
ნიგოითი – ნიგოითი, ქვიანი, ჩოლობარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი;
ნინოშვილი – ნინოშვილი, ყელა;
სუფსა – ახალსოფელი, გრიგოლეთი, სუფსა, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა, მალთაყვა;
ღრმაღელე – ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა;
შუხუთი – ზემო შუხუთი, ქვემო შუხუთი;
ჩიბათი – ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა;
ჩოჩხათი – გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი;
ჯურუყვეთი – ბაღლეფი, ეწერი, ჯურუყვეთი;
1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ლანჩხუთის, კოსტავას ქუჩა №37, საკ. კოდი №27.06.52.114. შენობა არის 4 სართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, ელ-ენერგია, ინტერნეტი და გაზი.
მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ადმინისტრაციული შენობა იკავებს 781 კვ.მ.-ს.
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 181 თანამშრომელი (მერია, საკრებულო, ნოტარიუსი, დაცვის პოლიცია, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციისა და კონსულტაციის ლანჩხუთის ცენტრი).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №15-ში.
1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები
საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.
შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:
მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.
შტაბის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;
ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის სისტემის მუდმივი მზადყოფნა, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;
გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;
ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;
ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისთვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;
თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;
ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;
კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ №1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
ცხრილი 1
№
ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია
თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია
შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა
1
შტაბის უფროსი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი
დანართი №4, პუნქტი 1
2
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
დანართი №4 პუნქტი 2
3
შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური
ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსი
დანართი №4 პუნქტი 3
4
შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
დანართი №4 პუნქტი 4,
5
შტაბის წევრი
სატრანსპორტო და ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხებში;
ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის საკითხებში;
საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების
უზრუნველყოფის საკითხებში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი
დანართი №4 პუნქტი 5,8,10,13
6
შტაბის წევრი
სამედიცინო უზრუნველყოფის და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი
დანართი №4 პუნქტი 6,7
7
შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
დანართი №4 პუნქტი 11
8
შტაბის წევრი
მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი
დანართი №4 პუნქტი 9
9
შტაბის წევრი
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაცის ღონისძიებების უზრუნველყოფა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
დანართი № 4 პუნქტი 12
10
მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური
დანართი 4 პუნქტი 9
11
შტაბის წევრი (დამხმარე ფუნქცია)
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი
დანართი № 4 პუნქტი 1, 2, 6, 7, 11,12.
1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.
ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.
შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას, ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) – თანამშრომლებისათვის.
(საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების სქემა დანართი 5-ის მიხედვით )
1. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.
2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.
შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი №5-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართი №6-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.
3. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრეს-სამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.
მოსახლეობის გაფრთხილება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით.
1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში №7 და №8.
1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი №9-ში.
1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი №10); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი №11).
1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
თავი II
მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
მუხლი 2🔗.
რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი
2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე.
2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:
საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ რაიონს წარმოადგენდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეწყრული პროცესების მასშტაბური ჩასახვა-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით. 2024 წლის სექტემბერში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 123 არსებული ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება და 50 ახლად წარმოქმნილი მეწყრული კერა. მნიშვნელოვნად დაზიანდა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტრო გადამცემი ხაზების ანძები. სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა შემდეგი დასახლებული პუნქტები: ჩოჩხათი, გულიანი, ხორეთი, კოკათი, ხაჯალია, ნინოშვილი, აცანა, ორმეთი, ომფარეთი, ღრმაღელე, მამათი, მაჩხვარეთი, აკეთი, შრომისუბანი, ჯიხანჯირი და სხვა.
2024 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეფასდა 1087 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 414 დაექვემდებარა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას.
რკინიგზის სადგურები: ქალაქი ლანჩხუთი, სოფელი: ჯაპანა, ნიგოითი, ჯუმათი და სუფსა წარმოადგენს საშიშ ჯგუფთან მიკუთვნებული ნივთიერებების თავმოყრისა და შესაძლო ავარიის ადგილს რაც გამოიწვევს ადგილმდებარეობის და გარემოს მოწამვლას. დასნებოვნების ზონაში შეიძლება მოექცეს მოსახლეობა - დახლოებით 2 500 ადამიანი.
მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამლები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნერვოზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების მხრივ არ გამოირიცხება ისეთი დავადებების გაჩენა როგორიცაა: ბრუცელიოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, ღვარცოფული მოვლენები, მეწყრული პროცესები.
2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.
2.2.1. რისკის შეფასების დრო: 18.03.2025.
2025 წლის 18 მარტის რისკის შეფასების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები.
2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები №2 და №3 მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
2.2.3 რისკის შეფასების შედეგები და აღწერა
ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი №2
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
მეწყერი
7
8
56
2
ძლიერი ქარი, ქარიშხალი
8
6
48
3
წყალდიდობა, ღვარცოფი
5
6
30
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
ცხრილი №3
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
ხანძარი
4
6
24
2
ძლიერი ქარი, ქარიშხალი
7
3
21
თავი III
რისკების აღწერილობა/სცენარი
მუხლი 3🔗.
გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის პრევენციის, მზადყოფნისა და აღდგენის ღონისძიებები
ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი N12 - მეწყერი,
დანართი N13 - ძლიერი ქარი, ქარიშხალი;
დანართი N14 - წყალდიდობა, ღვარცოფი.
ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი N15 - ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში;
დანართი N16 - ძლიერი ქარი, ქარიშხალი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
თავი IV
გეგმის დანართები
მუხლი 4🔗.
გეგმის დანართები
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:
ცხრილი №4.
დანართი.
№
დანართის დასახელება
1
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
2
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები
3
მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით
4
შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები
5
საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა
6
მართვის სისტემის სააკოორდინაციო სქემა
7
სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი
8
რეაგირების სხვა ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი
9
დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი
10
საევაკუაციო რუკები
11
მერიის შენობის ევაკუაციის გეგმები
12
სცენარი – მეწყერი
13
სცენარი – ძლიერი ქარი, ქარიშხალი
14
სცენარი – წყალდიდობა, ღვარცოფი
15
სცენარი – ხანძარი მერიის შენობაში
16
სცენარი – ძლიერი ქარი, ქარიშხალი მერიის შენობაში
17
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების რუქების ელექტრონული მისამართები.