“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №331 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№921
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.009.048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 09/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.009.048

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №921

2006 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №331 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 27-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №331 (სსმ III, 17.04.2006, №53, მუხ. 654) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება.“

ბ) მე-3 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;

პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა“.

გ) მე-3 მუხლს დაემატოს „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად“, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება“.

დ) მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება.“

ე) მე-9 მუხლს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად“, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება“.

ვ) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი