საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.455
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №331
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 27-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №203 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საბიუჯეტო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, ამოცანებს და ფუნქციებს, სტრუქტურას, ხელმძღვანელობის უფლებებსა და პასუხისმგებლობას.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს განაწილებას მისი სირთულისა და შემსრულებელთა კვალიფიკაციის მიხედვით. თანამდებობრივ ინსტრუქციას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან მჭიდრო კავშირში.
7. დეპარტამენტი მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით საქმიან ურთიერთობებს ამყარებს და თანამშრომლობს სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
8. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
გ) ბიუჯეტის ხარჯების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;
დ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მომზადება.
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებიდან გამომდინარე საბიუჯეტო დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის (შემდგომში – ბიუჯეტი) შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ბ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება და მხარჯავ დაწესებულებებზე დაყვანა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;
დ) მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება და დამუშავება;
ე) ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ვ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ზ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
კ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება და დამტკიცებულ განწერაში ცვლილებების შეტანა;
ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვისა და წლიური ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
რ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანი კლასიფიკაციების შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და მისი საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ს) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ტ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დადგენა და მისი დაფარვის წესის შესახებ წინადადებების შემუშავება;
უ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის პროექტის შემუშავება;
ფ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
ქ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ღ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან მიღებულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებებზე დასკვნების მომზადება.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი სამინისტროებისაგან, უწყებებისაგან და სხვა დაწესებულება-ორგანიზაციებისაგან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენის, ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან მოითხოვოს და მიიღოს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციები, დასკვნები და წინადადებები;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავების მიზნით მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებანი;
დ) საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე კოორდინაცია გაუწიოს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობას და განახორციელოს მეთოდოლოგიური საქმიანობა საბიუჯეტო მოწყობის საკითხთა მოსაგვარებლად;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტი შედგება ოთხი სამმართველოსაგან:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო;
დ) სახელმწიფო საშინაო ვალის სამმართველო.
მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კნონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსის უფლება-მოვალეობანი
დეპარტამენტის უფროსი:
ა) გეგმავს დეპარტამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, შრომის აუცილებელი პირობების შექმნას, ღებულობს ზომებს დეპარტამენტის მუშაკების პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკთა სამუშაოზე მიღების, დათხოვნის, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ე) დეპარტამენტის ფუნქციების მიხედვით უზრუნველყოფს სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამუშაოების კოორდინაციას;
ვ) იხილავს დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მასალებს და გადაწყვეტილებების მისაღებად წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ზ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, სამინისტროს ხელმძღვანელების მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) იხილავს და ვიზას აძლევს სამინისტროს ბრძანებების, ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში;
ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
კ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს მათზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებას. ხელს აწერს დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტის საქმიანობის საგანს, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე ნორმატიული აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სარეკომენდაციო და განმარტებითი ხასიათის წერილებს;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის შრომითი დისციპლინის დაცვაზე;
მ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით წყვეტს სხვა საკითხებს, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში.
მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას და უშუალოდ ზედამხედველობს საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირებისა და სახელმწიფო საშინაო ვალის სამმართველოებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 9. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
სამმართველოს ფუნქციებია:

ბ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

ვ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ზ) საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პაკეტის მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
თ) ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანი კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) მხარჯავი დაწესებულებებისა და ტერიტორიული ერთეულების კურატორებისაგან, ასევე სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის რეესტრის მწარმოებლებისაგან, ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვის და გრანტების აღრიცხვის სამინისტროს ქვედანაყოფებისაგან საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
მ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვისა და წლიური ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ო) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) ბიუჯეტის ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის სრულყოფილად დანერგვის მიზნით მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავება;
ჟ) საბიუჯეტო სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
რ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ს) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი;
ტ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
უ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.
მუხლი 10. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება;
გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული ასიგნებებათა ფარგლებში, კვარტალური გაწერის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსულ მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
მუხლი 11. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური აღრიცხვა;
ვ) წინადადებების შემუშავება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვის (ნაზარდი ჯამით) შემოსულობებისა და გადასახდელების ფორმირებისა და საპროგნოზო დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისა და აღსრულების თაობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოების მუშაკთა თათბირების ჩატარების ორგანიზაცია და მათი უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური მითითებებით, ფორმებითა და ბლანკებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) სამმართველოში შემოსულ მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალის სამმართველო
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობა და შეიმუშაოს წინადადებები მისი დაფარვის წესის შესახებ;
ბ) ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს და აღრიცხოს სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობა;
დ) მოამზადოს წინადადებები სახელმწიფო საშინაო ვალის რესტრუქტურიზაციის, დაფარვის წესისა და დაფარვის გრაფიკის შედგენის შესახებ;
ე) შეიმუშაოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმა;
ვ) აწარმოოს სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
თ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 13. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებს მათ დავალებებს.
4. ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.