ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2025
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016456 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/07/2025
916 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 23.12.2022 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 18.01.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 08.07.2022 მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 29.12.2025 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 24.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2025 წლის 30 ივლისი ქ. ახალქალაქი „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს  საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებისთვის (რომელთა უძრავი ქონებაც  მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის (შემდგომ ტექსტში –ბენეფიციარები) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის პირობებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი ანაზღაურების ოდენობას. თავი I სტიქიით მიყენებული ზარალის გამო გასაცემი ანაზღაურების ოდენობა და  საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება 1. ანაზღაურება გაიცემა სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე შენობა-ნაგებობის, პირუტყვის სადგომის, სურსათის მარაგის შესანახი  შენობის აღსადგენად, შესაკეთებლად.  2.ანაზღაურება გაიცემა მიყენებული ზარალის 25-დან 100%-მდე, არაუმეტს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.  4. ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი  სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია.  5. ბენეფიციარმა განცხადება სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის უნდა წარმოადგინოს მომხდარი სტიქიიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 6. განსაზღვრულ ვადაზე გვიან განცხადების  წარდგენის შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული ახსნა-განმარტება დაგვიანებით მომართვის შესახებ და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით. 7. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოცემული დროისათვის არსებული სამშენებლო მასალების ღირებულების შესაბამისად. 8. წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)  სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დამადასტურებელი ფოტომასალა; დ) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში; ე) მინდობილობა მესამე პირის მიერ მომართვის შემთხვევაში. მუხლი 2🔗. ზარალი, რომელიც არ ანაზღაურდება ამ წესის ფარგლებში ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან წინამდებარე წესის ფარგლებში არ ანაზღაურდება შემდეგი მიზეზით მიყენებული ზიანი: 1.  ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვევული არ არის ბუნებრივი ზემოქმედებით 2 . ზიანის ანაზღაურება არ განხორციელდება კომერციულ ფართებზე, ფერმებზე, ავტოფარეხებზე და სხვა არასაცხოვრებელ შენობებზე. 3. ზიანის ანაზღაურება არ განხორციელდება, თუ ბენეფიციარისთვის იმავე ობიექტზე ერთხელ მოხდა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მის მიერ დაზიანებები არ იქნა აღმოფხვრილი. თავი II პროგრამის   განხორციელება და ადმინისტრირება მუხლი 3🔗. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიაში შექმნილი  სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია. 2. მერიაში შექმნილი  სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია პასუხისმგებელია ზარალის ანაზღაურების მიმღებთა (ბენეფიციართა) დოკუმენტების ელექტრონულ დამუშავებაზე. თავი III ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისიის მიერ ზარალის ანაზღაურების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 4🔗. ზარალის ანაზღაურების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა 1. ამ წესის  პირველი თავით   გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სტიქიით მიყინებული ზარალის ანაზღაურების განცხადების განხილვისას მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია (შემდეგ – კომისია) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.  მუხლი 5🔗. კომისიის  მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3.  კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს ერთი კვირის განმავლობაში. 5. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. 6. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე. 7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.  მუხლი 6🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში  კი აჩერებს საქმის განხილვას გონივრული ვადით.  მუხლი 7🔗. კომისიის უფლებამოსილებები 1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია ადგილზე გასვლით, დათვალიერების შედეგად  შეაფასოს სტიქიით მიყენებული ზიანი, ასევე შეისწავლოს განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, მოითხოვოს განმარტებები, რომელიც ასახავს განმცხადებლის  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.  მუხლი 8🔗. კომისიის ოქმები და გადაწყეტილება 1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის ოქმები ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. 5. კომისიის მდივანი სხდომაზე ამზადებს საოქმო დასკვნას და სადეფექტო აქტს, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება ოქმს. 6. ზარალის ანაზღაურების გაცემის შესახებ  საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1. დაზარალებულისათვის ზარალის ანაზღაურების თანხის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ  წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 2. ზარალის ასანაზღაურებელი თანხის გამოყოფა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქეთათვის ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნას ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი  სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია. თავი IV პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა მუხლი 10🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა მოსახლეობა მოცემული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნება შემდეგი გზით: 1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. 2. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები. 3. ახალქალქის  მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი. თავი V მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებანი დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალქალქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.