ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2025 წლის 30 ივლისი ქ. ახალქალაქი |
|
სტიქიით მიყენებული ზარალის გამო გასაცემი ანაზღაურების ოდენობა და საჭირო დოკუმენტაცია
1. ანაზღაურება გაიცემა სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე შენობა-ნაგებობის, პირუტყვის სადგომის, სურსათის მარაგის შესანახი შენობის აღსადგენად, შესაკეთებლად.
2.ანაზღაურება გაიცემა მიყენებული ზარალის 25-დან 100%-მდე, არაუმეტს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
4. ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია.
5. ბენეფიციარმა განცხადება სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის უნდა წარმოადგინოს მომხდარი სტიქიიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
6. განსაზღვრულ ვადაზე გვიან განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული ახსნა-განმარტება დაგვიანებით მომართვის შესახებ და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით.
7. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოცემული დროისათვის არსებული სამშენებლო მასალების ღირებულების შესაბამისად.
8. წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დამადასტურებელი ფოტომასალა;
დ) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში;
ე) მინდობილობა მესამე პირის მიერ მომართვის შემთხვევაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან წინამდებარე წესის ფარგლებში არ ანაზღაურდება შემდეგი მიზეზით მიყენებული ზიანი:
1. ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვევული არ არის ბუნებრივი ზემოქმედებით
2 . ზიანის ანაზღაურება არ განხორციელდება კომერციულ ფართებზე, ფერმებზე, ავტოფარეხებზე და სხვა არასაცხოვრებელ შენობებზე.
3. ზიანის ანაზღაურება არ განხორციელდება, თუ ბენეფიციარისთვის იმავე ობიექტზე ერთხელ მოხდა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მის მიერ დაზიანებები არ იქნა აღმოფხვრილი.
პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
1. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია.
2. მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია პასუხისმგებელია ზარალის ანაზღაურების მიმღებთა (ბენეფიციართა) დოკუმენტების ელექტრონულ დამუშავებაზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისიის მიერ ზარალის ანაზღაურების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის პირველი თავით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სტიქიით მიყინებული ზარალის ანაზღაურების განცხადების განხილვისას მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია (შემდეგ – კომისია) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს ერთი კვირის განმავლობაში.
5. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში.
6. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე.
7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი აჩერებს საქმის განხილვას გონივრული ვადით.
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია ადგილზე გასვლით, დათვალიერების შედეგად შეაფასოს სტიქიით მიყენებული ზიანი, ასევე შეისწავლოს განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
2. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, მოითხოვოს განმარტებები, რომელიც ასახავს განმცხადებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის ოქმები ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
5. კომისიის მდივანი სხდომაზე ამზადებს საოქმო დასკვნას და სადეფექტო აქტს, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება ოქმს.
6. ზარალის ანაზღაურების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.
1. დაზარალებულისათვის ზარალის ანაზღაურების თანხის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2. ზარალის ასანაზღაურებელი თანხის გამოყოფა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან.
3. წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქეთათვის ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნას ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი და მისი ოდენობის დამდგენი კომისია.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
მოსახლეობა მოცემული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნება შემდეგი გზით:
1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.
2. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.
3. ახალქალქის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალქალქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.