ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის არასახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამაში შეუფერხებელი გადასვლის ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №26/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470070000.22.035.017184 9
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/08/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
01.08.2025
14.08.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის არასახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამაში შეუფერხებელი გადასვლის ღონისძიებების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №26/ნ 2025 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის არასახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამაში შეუფერხებელი გადასვლის ღონისძიებების შესახებ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.102742) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის № 473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის არასახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამაში შეუფერხებელი გადასვლის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე