სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
470070000.22.034.017407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №79 – №74/ნ

2023 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე


მუხლი 1
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად:

1. დადგინდეს 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:

ა) გაბაპენტინი;

ბ) ბაკლოფენი;

გ) ზოპიკლონი;

დ) ზალეპლონი;

ე) დექსტრომეტორფანი;

ვ) ტროპიკამიდი;

ზ) პრეგაბალინი;

თ) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი.

2. ქვეყნის შიდა კვოტები 2023 წლისათვის განისაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით:

ა) გაბაპენტინისთვის – 712 622.65 გრამი;

ბ) ბაკლოფენისთვის – 50 000 გრამი;

გ) ზოპიკლონისთვის – 2 411.959 გრამი;

დ) ზალეპლონისთვის – 982.425 გრამი;

ე) დექსტრომეტორფანისთვის – 2 769.58 გრამი;

ვ) ტროპიკამიდისთვის – 300 გრამი;

ზ) პრეგაბალინისთვის – 150 000 გრამი;

თ) ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდისთვის – 19 250 გრამი.

3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში, იმპორტი გამოცხადდეს 2023 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი