საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1138-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.020434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1144 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2024 საბიუჯეტო წლისთვის.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1146 მუხლი:

„მუხლი 1146. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას 2022 წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს წინადადებები 2023 წლიდან სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ შორის, სექტორიზაციის პრინციპების, აღნიშნულ პროცესში პასუხისმგებლობებისა და როლების განაწილებისა და შესაბამისი ვადების შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და იგი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1138-VIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1138-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.05.001.020434.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1138-VIმს-Xმპ, 15.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020434 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5305909/