სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №6/№2/ნ |
|
2026 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28-27 მარტის №01-14/ნ/№117 ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2026 წლის 21 იანვრის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდეს 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტები შემდეგ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე:
ა) ბაკლოფენი; ბ) გაბაპენტინი; გ) ზოპიკლონი; დ) პრეგაბალინი; ე) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი. 2. ქვეყნის შიდა კვოტები 2026 წლისათვის განისაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით: ა) ბაკლოფენი – 1 000 გრამი; ბ) გაბაპენტინი – 80 000 გრამი; გ) ზოპიკლონი – 800 გრამი; დ) პრეგაბალინი – 120 000 გრამი; ე) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი – 8 000 გრამი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|