📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/24
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016092 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/08/2025
2,518 სიტყვა · ~13 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.02.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 08.10.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 19.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 95% 04.01.2017 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/24 2025 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულება“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №05/15 ბრძანება. მუხლი 3🔗 1. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერის (ინტენდანტის) თანამდებობაზე დასაქმებული პირი, მისი თანხმობის შემთხვევაში, გადაინიშნოს ამ ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული სსიპ – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე 2025 წლის 15 აგვისტოდან. 2. სსიპ – საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 4🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 15 აგვისტოს. საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის უფლებამონაცვლეს. 2. ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). 5. ცენტრი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №182. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები 1. ცენტრი ახორციელებს საკონცერტო და სადადგმო (მუსიკალური სპექტაკლები) საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ასევე, უზრუნველყოფს სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულებასა და მათ პოპულარიზაციას. 2. ცენტრის საქმიანობის მიზნებია: ა) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება და განვითარების ხელშეწყობა; ბ) მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კულტურული პროდუქციის შექმნა, პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისთვის; გ) ნიჭიერ შემოქმედთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი მიზნის მისაღწევად ცენტრს უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და შესაბამისი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს აღნიშნული პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოსაშუალებით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე) და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე, ცენტრის მიზნებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ცენტრის ეკონომიკური პროგრამა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და საფასური; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი (მათ შორის, ერთობლივი); თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე, ამ დებულების შესაბამისად; ი) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო თუ სადადგმო საქმიანობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; კ) ორგანიზება გაუწიოს და მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული პროექტები, მათ შორის, კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები და სხვა სახის ღონისძიებები; ლ) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის პროექტებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები; მ) დაამყაროს ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად. საჭიროების შემთხვევაში, საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტ-შემსრულებლები, ორკესტრები, გუნდები, ანსამბლები და ა.შ.; ნ) აწარმოოს აუდიო-ვიდეოჩაწერები და განათავსოს ონლაინპლატფორმებზე, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; ო) სხვადასხვა შემადგენლობისა და ჟანრების შემოქმედებითი კოლექტივების დაოსტატების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; პ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია ცენტრის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებსა და სტაჟიორებს; ე) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამტკიცებს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ზ) ამტკიცებს ცენტრის შრომის შინაგანაწესს; თ) დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ლ) პასუხისმგებელია ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) პასუხისმგებელია ცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; ნ) ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ დოკუმენტებს; ო) ცენტრის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს; პ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ; ჟ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; რ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი; ს) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ტ) ადგენს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო (ეროვნული) სიმფონიური ორკესტრისა (საერთაშორისო სახელწოდება – Georgian Philharmonic Orchestra) (შემდგომ – ორკესტრი) და სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო (ეროვნული) სიმებიანი კვარტეტის (შემდგომ – სიმებიანი კვარტეტი) სარეპერტუარო გეგმას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას; უ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსები და ატესტაციები ადმინისტრაციული და ორკესტრის შემოქმედებითი პერსონალის შერჩევის ან გადამზადების მიზნით; ფ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი. მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო სამსახური; გ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის სამსახური; დ) ორკესტრი; ე) სიმებიანი კვარტეტი. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი. მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 1. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. ორკესტრს ხელმძღვანელობს მთავარი დირიჟორი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. მთავარი დირიჟორი უნდა იყოს პროფესიით დირიჟორი ან სიმფონიური მუსიკის დარგში არანაკლებ 3 წლის სადირიჟორო გამოცდილების მქონე პირი. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ დავალებებს/მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე; ვ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ზ) ინფორმაციას აწვდის დირექტორს სამსახურის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და ცენტრის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; თ) დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით თანამშრომლის წახალისების თაობაზე; ი) შუამდგომლობს დირექტორის წინაშე სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის დავალებებს; ლ) ასრულებს სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 4. ორკესტრის მთავარი დირიჟორი: ა) ხელმძღვანელობს ორკესტრს და დირექტორთან შეთანხმებით წარმართავს მის საქმიანობას; ბ) წარუდგენს დირექტორს რეკომენდაციას ორკესტრის შემოქმედებით მიმართულებასთან დაკავშირებული გარიგებ(ებ)ის თაობაზე; გ) მონაწილეობს ორკესტრის სარეპერტუარო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში; დ) დირექტორთან ერთად განსაზღვრავს მუსიკოსთა პოზიციებს ორკესტრში, აკონტროლებს ორკესტრის თანამშრომელთა შემოქმედებით-შრომით დისციპლინას; ე) დირექტორთან შეთანხმებით, ორკესტრის შემოქმედებითი მიმართულების განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს სხვა საკონცერტო ორგანიზაციებთან, სოლისტ-შემსრულებლებთან, დირიჟორებთან, კომპოზიტორებთან, მუსიკალური სპექტაკლების დადგმის შემთხვევაში – რეჟისორებთან, მხატვრებთან, ქორეოგრაფებთან და სხვა შემოქმედებით პირებთან; ვ) ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 5. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 6. ცენტრის თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით ან/და სამუშაო აღწერილობით. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახური ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ცენტრში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარქივო საქმიანობის წარმართვა; ბ) ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღების და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; გ) ცენტრის საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა; დ) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ე) ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ვ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; კ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და მისი პროაქტიული გამოქვეყნება; მ) ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ო) ადმინისტრაციული სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7🔗. საფინანსო სამსახური საფინანსო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ცენტრის აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის, ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის სამსახურთან ერთად; ბ) ცენტრის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; გ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; დ) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; ე) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ვ) ცენტრის შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა და ანგარიშგება; ზ) ცენტრის შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება; თ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8🔗. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის სამსახური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა; ბ) მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; გ) ცენტრში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; ე) ცენტრის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემის უზრუნველყოფა; ვ) ცენტრში ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება; ზ) ცენტრის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; თ) ცენტრში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; ი) ცენტრში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პროცესის მართვა; კ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; ლ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. ორკესტრი ორკესტრის ძირითადი ამოცანებია: ა) ქართული და მსოფლიო მუსიკის პოპულარიზაცია; ბ) დაგეგმილი საკონცერტო რეპერტუარის მომზადება და შესრულება; გ) სამუსიკო განათლების ხელშეწყობა; დ) თანამედროვე პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; ე) ახალგაზრდა დირიჟორების, კომპოზიტორებისა და შემსრულებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ვ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ზ) თანამშრომლობა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; თ) ორკესტრის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗. სიმებიანი კვარტეტი სიმებიანი კვარტეტის ძირითადი ამოცანებია: ა) ქართული და მსოფლიო მუსიკის პოპულარიზაცია; ბ) დაგეგმილი საკონცერტო რეპერტუარის მომზადება და შესრულება; გ) სამუსიკო განათლების ხელშეწყობა; დ) თანამედროვე პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; ე) ახალგაზრდა კომპოზიტორებისა და შემსრულებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ვ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ზ) თანამშრომლობა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; თ) სიმებიანი კვარტეტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗. ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი 1. ცენტრს ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 2. სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით წარმართავს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობას; ბ) დირექტორთან შეთანხმებით ადგენს შემოქმედებით რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; გ) ხელს უწყობს ცენტრის მაღალმხატვრული შემოქმედებითი დონის შენარჩუნებასა და უზრუნველყოფას; დ) დირექტორთან ერთად პასუხისმგებელია ცენტრის საშემსრულებლო ხარისხზე; ე) მონაწილეობს შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომელთა მიღების პროცესში; ვ) დირექტორთან შეთანხმებით ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან; ზ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12🔗. ცენტრის სამხატვრო საბჭო 1. ცენტრის სამხატვრო საბჭო არის სამუსიკო ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისა და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებული ცენტრის სათათბირო ორგანო. 2. ცენტრის დირექტორი განსაზღვრავს სამხატვრო საბჭოს შემადგენლობას და ამტკიცებს საბჭოს დებულებას. 3. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი. 4. სამხატვრო საბჭო საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგიის, ასევე, სხვადასხვა შემოქმედებითი საკითხების განხილვაში და დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციებს. მუხლი 13🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 14🔗. ცენტრის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ე) ცენტრის კონცერტების გადაღებით, მათი კინო-ვიდეო და აუდიოჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების შედეგად მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას. 3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად ცენტრს აქვს ქონება. ცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ცენტრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცენტრი პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 5. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 6. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 15🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 16🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.