კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №26 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016012
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/08/2025
243 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №26 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №26 2025 წლის 4 აგვისტო  ქალაქი კასპი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული კასპის მუნიციპალიტეტის მერის წინადადება, რომლის თანახმად განიხილება საკითხი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის სასაფლაოსკენ მიმავალ გზას - მე-3 ქუჩას მიენიჭოს „წინაპართა ქუჩის“ სახელი, ვინაიდან აღნიშნული გზა არის ერთადერთი მისასვლელი სოფლის სასაფლაომდე, რომელიც სიძველით მე-19 საუკუნით თარიღდება. სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის N 46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის სასაფლაოსკენ მიმავალ გზას - მე-3 ქუჩას მიენიჭოს „წინაპართა ქუჩის“ სახელწოდება. 2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  საკრებულოს თავმჯდომარე                                                       შოთა ბეგლარაშვილი