📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016722 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/08/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,467 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.06.2017 ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.05.2015 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.10.2018 ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 15.12.2015 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.09.2018
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
08.08.2025
04.09.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2025 წლის 7 აგვისტო ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა. დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება – „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ . მუხლი 2🔗 შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“. მუხლი 3🔗 შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიხეილ მურვანიშვილის სახელობის საპატიო წოდება – „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევე“. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების – ხაშურის საპატიო მოქალაქის მოწმობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის მოწმობა, დანართი №3- ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიხეილ მურვანიშვილის სახელობის საპატიო წოდების – ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის მოწმობა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.143.016330). მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი დანართი 1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  წოდებებისა  და  ჯილდოების  მინიჭების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების საფუძვლებსა და წესს. ეს წესი განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს. 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები მოიცავს: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება – „ ხაშურის საპატიო მოქალაქე“; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“; გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიხეილ მურვანიშვილის სახელობის საპატიო წოდება – „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევე“. მუხლი 2🔗 1. საპატიო წოდება – „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქეს: ა) საქართველოს მოქალაქეებს ხაშურის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, ხაშურზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე ხაშურელების ერთგული სამსახურისთვის; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის; გ) საპატიო წოდების მინიჭება შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, მისივე ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე; დ) საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა: „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ მიერ მასზე მინიჭებული საპატიო წოდებისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, მის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო ან საკუთარი ინიციატივით, რასაც წყვეტს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, მის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 2. „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადის წარდგენის უფლება აქვს: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფლებამოსილ დელეგატს/პარლამენტის წევრს; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს, დადგენილი წესით რეგისტრირებულ პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს, ორგანიზაციებს; ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს; ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს. 3. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად, კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიის შექმნიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებასა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს. თავის მხრივ მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ. 6. ხაშურის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა (დანართი №2) და მედალი. საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილი იქნება „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდების წიგნში. 7. „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ მოწმობას და მედალს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი. 8. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ხაშურის მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და დასტურდება ხაშურის მუნიციაპლიტეტის ბეჭდით. 9. ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება, შესაბამისად, მოწმობისა და მედლის გადაცემა ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ხაშურქალაქობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დღეს, გარდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფორსმაჟორული სიტუაციისა. 10. დროებითი სამუშაო ჯგუფი მერთან შეთანხმებით წყვეტს საპატიო წოდების მინიჭების რაოდენობას მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროების, გამოწვევების, მოცემულობის და წარმოდგენილი კანდიდატების დამსახურებისა და ღვაწლის გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 1.„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. 2. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება 7 (შვიდი) წევრით და ცხადდება კონკურსი. 3. კონკურსის პირობები: ა) კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – http://khashuri.gov.ge/. საკონკურსო განაცხადების შემოტანა განხორციელდეს კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. (მისამართი: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ქ.ხაშური, ტაბიძის ქ. №2); ბ) „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ ენიჭება: ბ.ა) დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის – ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები – მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი, ან/და ნომინანტს ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განვითარების საქმეში. ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფი განაცხადების მიღების ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატურას „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მისანიჭებლად გამარჯვებულ კანდიდატურას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გამარჯვებული კანდიდატის ვერგამოვლენის შემთხვევაში, კონკურსი ითვლება ჩაშლილად და ახალი კონკურსი ტარდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებითა და ვადების დაცვით. 6. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ ლაურეატს გადასცემს შესაბამის მოწმობას (დანართი №3) და ფულად ჯილდოს. მუხლი 4🔗 1. მიხეილ მურვანიშვილის სახელობის წოდება – „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევე“ ენიჭებათ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) ხანგრძლივი ან/და წარმატებული, უმწიკვლო სამსახურის გამო, მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) საქართველოს და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტყის ფონდისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის; ბ) საპატიო წოდების მინიჭება შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, მისივე ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე; გ) საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა: „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ მიერ მასზე მინიჭებული საპატიო წოდებისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, მის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო ან საკუთარი ინიციატივით, რასაც წყვეტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, მის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 2. მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადის წარდგენის უფლება აქვს: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს ; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფლებამოსილ დელეგატს/პარლამენტის წევრს; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ სამსახურს; ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს, დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს; თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს. 2. მიხეილ მურვანიშვილის სახელობის „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს: ა) „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი. ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებასა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს. მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ. 6. მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევეებს ეძლევათ „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ მოწმობა (დანართი №2) და მედალი. 7. „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ მოწმობას და მედალს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი. 8. „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ხაშურის მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და დასტურდება ხაშურის მუნიციაპლიტეტის ბეჭდით. 9. მიხეილ მურვანიშვილის „მუნიციპალიტეტის საპატიო მეტყევის“ წოდების მინიჭება, შესაბამისად, მოწმობისა და მედლის გადაცემა ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, „ხაშურქალაქობის“ აღსანიშნავად გამართული ღონისძიების ან წელიწადის ნებისმიერ დღეს.