საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017386 545
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2025 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №99
2025 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის №135 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 2 წელი. სასურველია ხელმძღვანელად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილება;
კ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ლ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
მ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework);
ნ) სპონსორი ორგანიზაციების კომიტეტის შიდა კონტროლის ჩარჩო (COSO Framework).
4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, ადმინისტრაციული სამართლის, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების/ანალიზის ცოდნა. ასევე, მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.
5. სასურველია პროფესიული სერტიფიკატების ფლობა: CIA, CISA ან სხვა ანალოგიური.
6. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით, სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე).
7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Visio კარგად ცოდნა.
8. სასურველია აუდიტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (TeamMate, ACL, IDEA ან სხვა ანალოგი).
მუხლი 2🔗. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს მთავარი აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია –პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 2 წელი.
3. სასურველია საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების 3 – წლიანი გამოცდილება.
4. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).
5. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა. ასევე, მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.
6. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის (CIA) ფლობა.
7. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე.
8. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. სასურველია Visio-ს ცოდნა.
მუხლი 3🔗. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 1 წელი. სასურველია შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).
4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა.
5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA).
6. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.
მუხლი 4🔗. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია –მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის, სამართლის, ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავების ან საქმისწარმოების სფეროში – 1 წელი. სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.
4. სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა.
5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.
მუხლი 5🔗. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 2 წელი. სასურველია ხელმძღვანელად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილება;
კ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ლ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
მ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework);
ნ) სპონსორი ორგანიზაციების კომიტეტის შიდა კონტროლის ჩარჩო (COSO Framework).
4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, ადმინისტრაციული სამართლის, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების/ანალიზის ცოდნა. ასევე, მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.
5. სასურველია პროფესიული სერტიფიკატების ფლობა: CIA, CISA ან სხვა ანალოგიური.
6. სასურველია გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის (QAIP) შემუშავებაში და დანერგვაში, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავებაში და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში, რისკზე დაფუძნებული სტრატეგიული და წლიური გეგმების, ასევე, პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადებაში.
7. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით, სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე).
8. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Visio კარგად ცოდნა.
9. სასურველია აუდიტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Teammate, ACL, IDEA ან სხვა ანალოგი).
მუხლი 6🔗. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია –პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 2 წელი.
3. სასურველია საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების 3-წლიანი გამოცდილება.
4. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).
5. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა. ასევე მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.
6. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის (CIA) ფლობა.
7. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.
8. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. სასურველია Visio-ს ცოდნა.
მუხლი 7🔗. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია –მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში – 1 წელი. სასურველია შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).
4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა.
5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA).
6. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.
მუხლი 8🔗. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია –მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
2. სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის, სამართლის, ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავების ან საქმისწარმოების სფეროში – 1 წელი. სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.
4. სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა.
5. სასურველია ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა.