გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016068
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/08/2025
256 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 100% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 10.10.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 12.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №103 2025 წლის 8 აგვისტო ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №1 ქუჩისთვის, №1 ქუჩის 9 ჩიხისთვის და 4 შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევისა და გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – მანანა ორბელიანის სახელის მინიჭების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებულ №1 ქუჩას, №1 ქუჩის 9 ჩიხს და 4 შესახვევს გადარქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – მანანა ორბელიანის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              დავით რაზმაძე