გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016069
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №104
2025 წლის 8 აგვისტო
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №15 ქუჩისთვის, №15 ქუჩის 2 ჩიხისთვის და 3 შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევისა და გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №15 ქუჩას, №15 ქუჩის 2 ჩიხს და 3 შესახვევს გადარქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე