„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017599
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2025 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/04/2024, 140130000.22.034.017461) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება;“.

2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 19 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე