ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2025
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016541 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2025 წლის 27 აგვისტო
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებული „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის
გ ე გ მ ა
თავი I
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
მუხლი 1🔗.
შესავალი
წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით.
მუხლი 2🔗.
გეგმის მიზანი
1. გეგმის მიზანია:
ა) საგანგებო სიტუაციებისაგან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომელთა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
გ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;
დ) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;
ე) ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.
მუხლი 3🔗.
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.
საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის მერია არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მუხლი 4🔗.
საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები
1. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია:
ა) შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გურიის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
2. აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. კოორდინატები 42°01′03″ ჩ. გ. 42°15′20″ ა. გ. ადმინისტრაციული ცენტრი – დაბა ჩოხატაური. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით – ვანის, სამხრეთით – ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით – ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
მუნიციპალიტეტის ფართობია – 825 კვ.კმ, ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: მესხეთის ქედი და მისი შტოქედები, მდ. სუფსისა და მისი შენაკადების ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები სუფსა, გუბაზეული და ხევისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, აგრეთვე მინერალური წყლები.
მანძილი დედაქალაქამდე – 296 კმ;
უახლოესი სარკინიგზო კვანძი (საჯავახო) – 20 კმ;
უახლოესი პორტი (ფოთის პორტი)– 75 კმ;
უახლოესი აეროპორტი (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი) – 46 კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სამტრედია-ქობულეთის 25 კმ-იანი მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის 3 სოფელი: ჩხაკაურა, ქვაბღა, ზოტი და 1 დაბა ბახმარო – მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია.
2023 წლის 1 იანვრის სტატისტიკის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 17,3 ათასია (რეგიონის მოსახლეობის 17%), აქედან დაბაში 1500 ადამიანი ცხოვრობს (8,6%), ხოლო სოფლად – 15800 (91,4%).
ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა. მთებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12,1 °C, მაღალ მთაში 0-4 °C. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით შეადგენდა 21 კაც/კვ.კმ-ზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შედგება 24 ადმინისტრაციული ერთეულისგან, რომელშიც გაერთიანებულია 63 დასახლებული პუნქტი: 2 დაბა და 61 სოფელი.
ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბა ჩოხატაურის ადმინისტრაციული ერთეული;
- გუთურის ადმინისტრაციული ერთეული;
- კოხნარის ადმინისტრაციული ერთეული;
- საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეული;
- ზემოხეთის ადმინისტრაციული ერთეული;
- ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეული;
- ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული;
- დაბლაციხის ადმინისტრაციული ერთეული;
- ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული;
- ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეული;
- დიდი ვანის ადმინისტრაციული ერთეული;
- შუა სურების ადმინისტრაციული ერთეული;
- ზემო სურების ადმინისტრაციული ერთეული;
- გოგოლესუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
- შუა ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული;
- ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული;
- ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეული;
- გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული ერთეული;
- ხევის ადმინისტრაციული ერთეული;
- ნაბეღლავის ადმინისტრაციული ერთეული;
- ზოტის ადმინისტრაციული ერთეული;
- ერკეთის ადმინისტრაციული ერთეული;
- ქვენობის ადმინისტრაციული ერთეული;
- დაბა ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეული.
მუხლი 6🔗.
მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს დაბა ჩოხატაურში აკაკი წერეთლის ქ. N2-ში (საკ. კოდი 28.01.22.886). შენობა არის სამსართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, სახურავი: ბრტყელი გადახურვა და თუნუქის ფურცლები, სართულებშუა გადახურვა არის ბეტონი. შეყვანილია გაზი (შენობის ნაწილში), დენი და წყალი.
მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: შენობის ფართი – 1448 კვმ; ეზოს ფართი – 979 კვმ; შენობას ესაზღვრება – შენობის მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზის მეორე ნაპირას არსებული 3 ორსართულიანი, 1 სამსართულიანი, 2 ერთსართულიანი არასაცხოვრებელი შენობები, რამდენიმე საცხოვრებელი კერძო სახლი. ასევე, ,,კრიმანჭულის პარკი“.
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის:
- მერიის თანამშრომელი – 97;
- მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში – 64;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 55;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი – 5;
- სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი – 4;
- პარლამენტის დეპუტატის ბიურო – 2.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური, სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართ №2-ში.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო (გაზი, ელექტროენერგია და წყალი) ქსელის რუკები მოცემულია გეგმის დანართ №10-ში.
მუხლი 7🔗.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები
1. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას. ადგილობრივ დონეზე შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ.
2. შტაბის შეკრების მიზანია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან უფლებამოსილი პირი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.
3. შტაბის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;
ბ)მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;
გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მუნიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;
ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;
ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;
თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;
ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;
კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.
4. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
ცხრილი 1
№
ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია
თანამდებობის პირი, რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია
შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა/საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი
1
შტაბის უფროსი
შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გურიის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №1
2
შტაბის უფროსის მოადგილე
შტაბის კოორდინაციის დარგში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №2
3
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
იხ. დანართი №4,
პუნქტი №3
4
შტაბის უფროსის მოადგილე კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ უზრუნველყოფის დარგში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
იხ. დანართი №4,
პუნქტი №4
5
შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №5
6
შტაბის წევრი – კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №6
7
შტაბის წევრი – სატრანსპორტო უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №7
8
შტაბის წევრი – სამედიცინო უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე
იხ. დანართი №4,
პუნქტი №8
9
შტაბის წევრი – ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №9
10
შტაბის წევრი – ენერგომომარაგების უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №10
11
შტაბის წევრი – მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს (ჩოხატაურის) უფროსი ინსპექტორი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №11
12
შტაბის წევრი – ინფრასტრუქტურის დაცვა და საგზაო უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №12
13
შტაბის წევრი – სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №13
14
შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №14
15
შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №15
16
შტაბის წევრი ფინანსური უზრუნველყოფის დარგში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №16
17
შტაბის წევრი საქართველოს წითელი ჯვრის ჩოხატაურის ფილიალი
საქართველოს წითელი ჯვრის
ჩოხატაურის ფილიალის მენეჯერი
იხ. დანართი №4,
პუნქტ №16
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული გაფრთხილების სისტემის აღწერილობა
1. ადრეული გაფრთხილების სისტემა ითვალისწინებს მოსახლეობისათვის მოკლეტექსტური შეტყობინებების დაგზავნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ გაზის“ ჩოხატაურის სერვისცენტრის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სმს შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
2. შტაბის წევრების შეტყობინება და მხარდამჭერი ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართ 5-ში და დანართ 6-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემების მიხედვით.
3. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება სოციალური ქსელებით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინებით. ადგილობრივი პრესის საშუალებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.
4. შეტყობინების დუბლირება ხდება პოლიციის მიერ საპატრულო მანქანების ხმამაღლა მოლაპარაკეების საშუალებით, ასევე კომუნალური სერვისების მობილური ჯგუფების საშუალებით.
5. მოსახლეობის ინფორმირება ხდება დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო დაფების საშუალებით.
მუხლი 9🔗.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა -აღჭურვილობა
სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა წარმოდგენილია დანართ 7-ში. ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რეაგირებისათვის გამიზნული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართ 8-ში. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ 9 - ში.
თავი II
მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
მუხლი 10🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხეების ანალიზი
1. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:
ა) საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ (ნოემბერი 2015) საფუძველზე. ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენის – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისათვის“;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის განისაზღვრა შემდეგი საფრთხეები: ხანძარი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და მიწისძვრა.
მუხლი 11🔗.
საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება
1. რისკის შეფასების დრო: 12.06. 2025.
ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2025 წლის 12 ივნისს, რისკის შეფასების მიზნით, დაბა ჩოხატაურში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და, შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა რისკები.
2. რისკის შეფასების მეთოდოლოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2 და 3. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენებისა და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
3. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა
ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი 2
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
რისკის ქულა
1
მეწყერი
6
6
36
2
წყალმოვარდნა
5
5
25
3
დიდთოვლობა
4
6
24
4
მიწისძვრა
2
5
10
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი 3
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
რისკის ქულა
1
ხანძარი
3
6
18
2
მიწისძვრა
3
4
12
4. რისკების აღწერილობა/სცენარი: დანართებში მოცემულია სცენარები და თითოეული სცენარისათვის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები:
ა) დანართი №12 – მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
ბ) დანართი №13 – მიწისძვრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
გ) დანართი №14 – დიდთოვლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
დ) დანართი №15 – წყალმოვარდნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
ე) დანართი №16 – ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში;
ვ) დანართი №17 – მიწისძვრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
5. ევაკუაცია: მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან. ევაკუაციის გეგმა, წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11).
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა: არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
თავი III
გეგმის დანართები
მუხლი 12🔗.
გეგმის დანართები
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:
ცხრილი 4
№
დანართის დასახელება
1
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
2
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები
3
მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით
4
შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები
5
საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა
6
მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა
7
სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი
8
სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი
9
დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი
10
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგო და საკომუნიკაციო ქსელების რუკები
11
მერიის შენობის ევაკუაციის გეგმა
12
მეწყერის სცენარი
13
მიწისძვრის სცენარი
13.1
მიწისძვრის დროს ევაკუაციის და სიტუაციური სქემა
14
დიდთოვლობა სცენარი
14.1
დიდთოვლობის დროს ევაკუაციის და სიტუაციური სქემა
15
წყალმოვარდნის სცენარი
15.1
წყალმოვარდნა და დატბორვის ზონები დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე
16
ხანძარი მერიის შენობაში
17
მიწისძვრა მერიის შენობაში