„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№783
სარეგისტრაციო კოდი
410.040.000.22.023.009.144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 29/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.040.000.22.023.009.144

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №783

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №103, მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1 ამ ბრძანების 1.11 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით დადგენილი ვადების შესაბამისად ნადირობა ნებადართულია 5 სექტემბრიდან 1 მარტამდე.“;

ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.11 პუნქტი:

„1.11ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, მტრედზე, ჩიბუხაზე, გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 5 სექტემბრიდან – 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);

ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება – 5 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 1 ნოემბრის №434 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.08.2006.
როდის იქნა მიღებული „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №783. სარეგისტრაციო კოდი — 410.040.000.22.023.009.144.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №783, 25.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 410.040.000.22.023.009.144 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66154/