„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №244 |
|
2025 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017633) დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. წახალისების ფორმები 1. დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის ან სხვა მიღწევებისათვის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები: ა) დაჯილდოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/სამსახურის მადლობის სიგელით; ბ) დაჯილდოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს I და II ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტის საქმეში მიღწეულ წარმატებებში დამსახურებისათვის; გ) დაჯილდოება სამკერდე ნიშნით „ღირსეული სამსახურისათვის“, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს გადაეცემა დადებითად დახასიათების შემთხვევაში და სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულებისათვის. ამასთან, დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის; დ) დაჯილდოება სამკერდე ნიშნით „დამსახურებული მებაჟე“, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს გადაეცემა მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშო შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის; ე) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; ვ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა; ზ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; თ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ი) „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე წარდგენა; კ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა წასახალისებლად გამოსაყენებელი მადლობის სიგელის ფორმა, მედლებისა და სამკერდე ნიშნების და მათთან ერთად გადასაცემი სერტიფიკატის ნიმუშები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის ამ წესის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმების გამოყენების უფლება – საქართველოს ფინანსთა მინისტრს/სამსახურის უფროსს, „გ“, „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმების გამოყენების უფლება – სამსახურის უფროსს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადებების წარდგენის უფლება აქვს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/ სამსახურის უფროსს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|