დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 22.09.2025
ძალაში შესვლა 01.04.2026
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №33/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016035 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის - ზღვრის განსაზღვრის თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 01.01.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №33/ნ
2025 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობად განისაზღვროს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აპრილიდან.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 22 თებერვლის 19/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/02/2023; ს/კ: 220050000.66.078.016019).
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა