ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016726 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2025 წლის 26 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად დანართ №1-ისა.
მუხლი 2🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 3🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი თავდგირიძე