ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №838
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).000.000593 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 30/11/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №838
1993 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. ნიუ-იორკი).
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებები ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია