ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).000.000636 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
99 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №54 1994 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტთა კაბინეტი ადგენს: 1. დაარსდეს საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ბულგარეთში (ქ. სოფიაში). 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია