თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).000.000636 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №53
1994 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა თურქეთის რესპუბლიკაში.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია