საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №REG 0 25 00002016
2025 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 27 ნოემბრის №02-1670/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002148 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ (ს/კ 218064699; ფაქტობრივი მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სამხედრო ჰოსპიტლის სისხლის ბანკი“ (ს/კ 418485598; ფაქტობრივი მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალზე“ (ს/კ 218064699; ფაქტობრივი მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56)“ გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002148.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა, ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს. ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ (ს/კ 218064699) დირექტორის, შალვა მაღლაკელიძის განცხადება (№993888, 05.09.2025) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი