საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017635 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№106
2025 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) პროცედურებს, აღნიშნულ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებსა და მონაცემთა დამუშავების წესს.
2. ამ წესის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის (შემდგომ − სამინისტრო) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციის − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების − ჯეროვნად შესრულება.
მუხლი 2🔗
ეს წესი ვრცელდება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ვიდეომეთვალყურეობის ერთიან სისტემაში ჩართულ ფოტო- ან ვიდეოფირზე (შემდგომ − ფოტო-ან ვიდეოფირი) დაფიქსირებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე, გარდა ამავე კოდექსის 2901 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 3🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეფექტიანობის გაზრდის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებების სწრაფად და ეფექტურად მოპოვებისა და შესაძლო სამართალდამრღვევის დროულად იდენტიფიკაციის მიზნით, შეიძლება შეიქმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფიქსაციისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის ჯგუფი (შემდგომ − ჯგუფი). ჯგუფს ჰყავს ხელმძღვანელი. ჯგუფის შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ჯგუფი შესაძლოა დაკომპლექტდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებისგან.
3. ჯგუფი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს. ჯგუფის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ სამინისტროს სისტემის იმ დანაყოფის სახელით, რომელსაც წარმოადგენენ.
4. ჯგუფი ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის/თანამდებობის პირის მიმართვის საფუძველზე, გარდა ამავე კოდექსის 2901 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით გათვალისწინებული სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის/თანამდებობის პირის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 4🔗
1. ჯგუფში შემავალი:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელი ამ წესით განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად:
ა.ა) ახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ფოტო- ან ვიდეოფირიდან სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ფიქსაციას;
ა.ბ) ტექნიკური ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, ფოტო- ან ვიდეოფირიდან ფოტოსურათით აფიქსირებს სავარაუდო სამართალდამრღვევის გამოსახულებას (სახის ან სახისა და ტანის (ნაწილობრივ ან სრულად) გამოჩენით). ფიქსაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ იგი იძლეოდეს სავარაუდო სამართალდამრღვევის შემდგომი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი (შემდგომ − იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაფიქსირებული ფოტოსურათის მეშვეობით ახდენს ფოტო- ან ვიდეოფირზე ასახული სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციას.
2. სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაფიქსირებული ფოტოსურათი იტვირთება სპეციალურ პროგრამაში. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ახდენს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე პირთა იდენტიფიცირებას. სპეციალური პროგრამა მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე პირთა იდენტიფიკაციას ახდენს სახის უნიკალური მახასიათებლების გამოყენებით. სპეციალური პროგრამის მიერ იდენტიფიცირებულ სავარაუდო პირთაგან იმ პირის დადგენა/ამოცნობა, რომლის ვინაობის დადგენასაც ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება, ხდება იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია იდენტიფიკაციისთვის გამოიყენოს სხვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სამინისტროში დაცული ან/და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები.
3. სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის თაობაზე იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირი ადგენს სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირი მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციას, ის ადგენს ოქმს სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის უშედეგო მცდელობის თაობაზე.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველ ფოტო ან/და ვიდეომასალა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ეგზავნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემდეგ იწყებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია დაერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებს და ინახება აღნიშნული საქმის შენახვის ვადით. ამასთან, სამართალწარმოების მიზნებისთვის, სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა მიიჩნევა დადასტურებულად.
6. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს დაასკვნის, რომ დარღვევა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იგი მასალებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, გადასცემს პროკურორს ან გამოძიების ორგანოს.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი წესით ჯგუფის მიერ არ/ვერ განხორციელდა სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ფოტო- ან ვიდეოფირზე ასახული სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაცია (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, საქმის გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, მტკიცებულების სახით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-იდან გამოითხოვოს ვიდეომეთვალყურეობის ერთიან სისტემაში ჩართულ ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული ფოტო/ვიდეომასალა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ვიდეომეთვალყურეობის ერთიან სისტემაში ჩართულ ფოტო- ან ვიდეოფირზე სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, შესაძლო სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში უფლებამოსილია დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული ფოტო/ვიდეო მასალა, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ფოტო- ვიდეომასალის გადაგზავნა ხორციელდება ჯგუფის მიერ.