„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.017407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №120

2025 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ III, №96, 04/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში – ,,ლიცეუმი“) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – ,,სამინისტრო“) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიუცეუმის სამეურვეო საბჭო არის ლიცეუმის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული 6 წარმომადგენლისაგან, კადეტთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროს მიერ დანიშნული თითო წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

3. 72  მუხლის ,,ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესაბამისად ლიცეუმის სამართლებრივ უზრუნველყოფას;“.

4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ლიცეუმი საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებითა და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო იმ კადეტებისათვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ლიცეუმი უფლებამოსილია უზრუნველყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და ზემოაღნიშნული მომსახურება ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 23 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №120. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.017407.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №120, 23.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017407 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6649394/