„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№21
2021 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს N515 ბრძანებით (სსმ III, №96, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილებას;“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილებას;
ო) კანცელარიას;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დირექცია შედგება დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეების, მთავარი სერჟანტის, იურისტის, სამხედრო მოძღვრის (კაპელანი), ექიმისა და ფსიქოლოგისაგან.’’.
4. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 163, 164 და 165 მუხლები:
,,მუხლი 163. ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილება
ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვებას, შეჯერებას, ანგარიშგებებისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსური ოპერაციების წარმოებას და ფულადი სახსრების კანონიერ ხარჯვას;
გ) შრომის ანაზღაურების, სამივლინებო და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დარიცხვას;
დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 164. კანცელარია🔗
კანცელარია უზრუნველყოფს:
ა) ლიცეუმის დოკუმენტაციის აღრიცხვას, წარმოებასა და შენახვას;
ბ) საარქივოდ მომზადებული სამსახურებრივი დოკუმენტების, საქმეების, წიგნებისა და ჟურნალების გადამოწმებას, მიღებას და დაარქივებას;
გ) ლიცეუმში შემოსული (გასული) საიდუმლო და მასზე განკუთვნილი არასაიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებას;
დ) ადგილზე დამზადებული და გასაგზავნი დოკუმენტაციის აღრიცხვას და ადრესატამდე დაგზავნას.
მუხლი 165. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;
ბ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;
გ) ლიცეუმის კავშირგაბმულობის შიდა ქსელების მოწყობასა და მის გამართულ მუშაობას;
დ) კომპიუტერული ქსელების, სისტემების, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მოწყობასა და მათ გამართულ მუშაობას;
ე) უცხოეთის სამხედრო და სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016877.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21, 06.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016877 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5141785/