„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1279 |
|
2013 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ III, 04.08.2010 წ., №96, მუხ.1421) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებ ა:
|
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,დ) შეიმუშავებს ლიცეუმის ბიუჯეტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირს;"; ბ) პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,დ1) მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ”; გ) პირველი პუნქტის ,,ზ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,ზ3) მინისტრს წარუდგენს ,,ლიცეუმის” სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით;”; დ) პირველი პუნქტის ,,ზ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ზ4” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ზ4) ახორციელებს ლიცეუმის მოსამსახურეების, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნას;”; 2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;”. 3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ლიცეუმი საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებითა და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო იმ კადეტებისათვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ლიცეუმი უფლებამოსილია უზრუნველყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და ზემოაღნიშნული მომსახურება ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებამდე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1279. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016222.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1279, 11.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016222 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2073531/