📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №468
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.025362 45
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/10/2025
660 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 22.12.2025 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 14.09.2018 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.10.2019 საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 09.03.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 17.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №468 2025 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე  −  კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე  −  კომისიის თანათავმჯდომარე. 3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი. 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე –  კომისიის წევრი.  8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი. 9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი  −  კომისიის მდივანი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კომისიაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“. მუხლი 4🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის №21 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ შეეხება ქვეყნის შიდა, საგარეო და კიბერუსაფრთხოების საკითხებს, კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.  მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები სახელმწიფო უწყებების, კომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან; გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად.  მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზება 1. კომისიის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრას ან განახლებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები. 4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თანათავმჯდომარე. 6. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს  წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები. 7. კომისიის სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) თხოვნის საფუძველზე. 8. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან, კომისიის წევრი უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. 9. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 11. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.