საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №477
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025371 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/10/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
397 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 27.06.2023 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კურორტების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 24.11.2023 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის №329 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 27.10.2025 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №386 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 07.08.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 22.06.2017
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
27.10.2025
20.11.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №477 2025 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტო) შერწყმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (შემდგომში − სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). 2. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩაითვალოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. 3. სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე დადებული გარიგებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე ან/და გარიგების დადებამდე. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების შემდგომ სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია, აღემატებოდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მისთვის დამტკიცებულ მომუშავეთა რიცხოვნობას, მაგრამ არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის ამავე კანონით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობის ოდენობით. ამასთან, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა შესაძლებელია, გაიზარდოს არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე. 2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; გ) ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე