საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025392 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და
მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №498
2025 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებს, საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს.
მუხლი 2🔗. მომსახურების სახეები
სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებია:
ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურება;
ბ) სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება.
მუხლი 3🔗. მომსახურების საფასურის ოდენობა
1. ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
№
მომსახურების დასახელება
ერთეულის დასახელება
სულ ღირებულება
(ლარი)
სულ ღირებულება
(ლარი)
სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის
სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა
1
საკონფერენციო აუდიტორია (1-10 მსმენელი)
აუდიტორია
450
540
2
საკონფერენციო აუდიტორია (11-20 მსმენელი)
აუდიტორია
550
660
3
საკონფერენციო აუდიტორია (21-30 მსმენელი)
აუდიტორია
700
840
4
საკონფერენციო აუდიტორია (31-50 მსმენელი)
აუდიტორია
800
960
5
საკონფერენციო აუდიტორია (1-180 მსმენელი)
აუდიტორია
1200
1440
6
სამუშაო ოთახი
(1-10 მსმენელი)
ოთახი
400
480
7
ტრენერის ანაზღაურება
(არ მოიცავს ტრენერის სასტუმროში განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს)
საათი
100
120
8
ტრენინგის კოორდინატორის მომსახურების ხარჯი (კვება, განთავსება)
დღე
270
324
9
ტრენერის მომსახურების ხარჯი (კვება, განთავსება)
დღე
270
324
10
საკანცელარიო ნივთებით
ცალი
10
12
11
ტრენინგის შემდგომი ტესტირება
ტრენინგის მონაწილე
12
15
12
სერტიფიკატი
ცალი
5
6
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების ხარჯის 50%.
2. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
I. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით სარგებლობა
(კვების ჩათვლით)
№
დასახელება
ერთეული
სტუმრების რაოდენობა
ერთეულის რაოდენობა
სულ ღირებულება
(ლარი)
სულ ღირებულება
(ლარი)
სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის
სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა
1
სასტუმროს ნომერი 1-ადგილიანი
(სამჯერადი კვება)
ნომერი
1
1
220
264
2
სასტუმროს ნომერი 2-ადგილიანი
(სამჯერადი კვება)
ნომერი
2
1
390
468
3
სასტუმროს ნომერი 3-ადგილიანი
(სამჯერადი კვება)
ნომერი
3
1
500
600
4
ყავა/ჩაი
ცალი
1
1
20
24
5
საუზმე
(დამატებით)
ცალი
1
1
45
54
6
სადილი (დამატებით)
ცალი
1
1
60
72
7
ვახშამი
(დამატებით)
ცალი
1
1
60
72
II. ტრანსპორტირება
(მიმართულება: თბილისი – ყვარელი – თბილისი)
№
დასახელება
ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთეულის რაოდენობა
სულ ღირებულება (ლარი)
სულ ღირებულება (ლარი)
სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის
სახელმწიფო შესყიდვების
განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა
8
მსუბუქი ავტომობილით
(M1 კატეგორია, არაუმეტეს 3 პერსონაზე)
1
450
540
9
მინივენით
(M1 კატეგორია, არაუმეტეს 6 პერსონაზე)
1
700
840
10
მიკროავტობუსით
(M2 კატეგორია, არაუმეტეს 16 პერსონაზე)
1
900
1080
11
ავტობუსით
(M3 კატეგორია, არაუმეტეს 28 პერსონაზე)
1
1500
1800
მუხლი 4🔗. მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც სასწავლო ცენტრის მომსახურების შესყიდვას გადაწყვეტს (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სასწავლო ცენტრს წერილობით წარუდგინოს. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს სასწავლო ცენტრის საქმიანობის სფეროს; მასში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ვიზიტის მიზანი და მომსახურების პირობა.
2. სასწავლო ცენტრი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოთხოვნას მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს. სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია:
ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა;
ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი;
გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. სასწავლო ცენტრსა და შემსყიდველ ორგანიზაციასთან გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სასწავლო ცენტრის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.