საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №500
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025394 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №500
2025 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №319 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
დანართი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები
მუხლი 1🔗. სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურის ოდენობები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:
№
მომსახურების სახეები
საზომი ერთეული
საფასურის ოდენობა
1
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა
0 – 500 მ2
500-დან – 1000 მ2
1000 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით
1000 მ2-ზე
400 ლარი
600 ლარი
+100 ლარი
2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა
0 – 1 ჰა
1 ჰა-დან ზევით ყოველ დამატებით
1 ჰა მ2-ზე
400 ლარი
+200 ლარი
3
სამომხმარებლო პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
1 (ერთი) ერთეულის ერთჯერადი გაზომვა
50 ლარი
4
სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
ყოველი 100 მ2
ყოველი 1 მ3
100 ლარი
150 ლარი
5
შენობის დოზიმეტრული გაზომვა
0 – 50 მ2
50-დან – 100
მ2-მდე 100 მ2-ის ზევით ყოველ დამატებით
100 მ2-ზე
100 ლარი
150 ლარი
+50 ლარი
6
ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
0-20 ტონის ჩათვლით
ყოველი დამატებითი ერთი ტონა
500 ლარი
+15 ლარი
7
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა
• მსუბუქი ავტომობილი
• ავტობუსი/მიკროავტობუსი
• სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეცტექნიკა)
საჰაერო სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა
• სატრანსპორტო
• სატვირთო
საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა
• პატარა გემი (100 ტონაზე ნაკლები)
• დიდი გემი (100 ტონა ან მეტი)
ერთი ერთეული
100 ლარი
150 ლარი
200 ლარი
1000 ლარი
1000 ლარი
2000 ლარი
5000 ლარი
8
დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური
ნარჩენების საცავში −
ერთი წელი
(I-II კატეგორია)
(III-V კატეგორია)
3 წელზე მეტი ვადით −
(I-II კატეგორია)
(III-V კატეგორია)
2 000 ლარი
1 000 ლარი
10 000 ლარი
5 000 ლარი
9
მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა
1 ცალი
500 ლარი
10
სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ერთი ერთეული ვაგონის დოზიმეტრული გაზომვების ჩატარება
ერთჯერადი გაზომვა
500 ლარი
11
რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების წყაროს დამატება
ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების წყაროს დამატება
1 ერთეული მაიონებელი გამოსხივების წყარო
1 ერთეული მაიონებელი გამოსხივების წყარო
200 ლარი
400 ლარი
შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები.
მუხლი 2🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები
1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:
ა) მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 30 კალენდარული დღის ვადაში − 200 ლარი. 20 კალენდარული დღის ვადაში − 250 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 350 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი;
ბ) ინტერვენციული და დიაგნოსტიკური რადიოლოგიის დანიშნულების მაიონებელი გამოსხივების გენერატორების/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროებისა და ღია რადიოაქტიური წყაროების გამოყენებით (გარდა ბირთვულ მედიცინაში გამოყენებული წყაროებისა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში −1500 ლარი;
გ) ბირთვულ მედიცინაში მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი;
დ) სხივურ თერაპიაში მაიონებელი გამოსხივების წყაროების/სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი;
ე) სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 7000 ლარი;
ვ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება – 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი;
ზ) სარეგისტრაციო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 200 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 250 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 350 ლარი;
თ) ინტერვენციულ და დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში ერთი ან ორი ერთეული მაიონებელი გამოსხივების გენერატორის/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ან ღია რადიოაქტიური წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 1500 ლარი;
ი) ინტერვენციულ და დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში სამი ან მეტი ერთეული მაიონებელი გამოსხივების გენერატორის/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ან ღია რადიოაქტიური წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 800 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი;
კ) ბირთვულ მედიცინაში მაიონებელი გამოსხივების წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი;
ლ) სხივურ თერაპიაში ერთი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ამაჩქარებელთან ან სხვა მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან/ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი;
მ) სხივურ თერაპიაში ორი ან მეტი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ამაჩქარებელთან ან სხვა მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან/ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 4000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 6000 ლარი;
ნ) ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 5000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 7000 ლარი;
ო) ორი ან მეტი ერთეული − სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 3000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 6000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 8000 ლარი;
პ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში – 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი;
ჟ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 700 ლარი;
რ) ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 700 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი;
ს) ლიცენზიის ფარგლებში, რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუჰაუს ერთჯერადი იმპორტის/ექსპორტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი;
ტ) რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი;
უ) რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუჰაუს ერთჯერადი იმპორტის/ექსპორტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი;
ფ) სარეგისტრაციო/სალიცენზიო მოწმობაში მითითებული რომელიმე რეკვიზიტის ცვლილება − 50 ლარი;
ქ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორზე რენტგენის მილაკის შეცვლის შემდგომ ექსპლუატაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 30 კალენდარული დღე − 100 ლარი, 20 კალენდარული დღე − 150 ლარი, 10 კალენდარული დღე − 200 ლარი, 3 კალენდარული დღე − 250 ლარი;
ღ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე თითოეული პერსონალის ცვლილების შეთანხმება − 25 ლარი.
2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში ახორციელებს უფასოდ.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გარდა, სხვა ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის, რომელიც ექვემდებარება ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ან/და სალიცენზიო პირობებში ცვლილებების შეთანხმებას, საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვროს შემდეგი სახით: ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სალიცენზიო პირობებში ცვლილებების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში.
3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
7. სააგენტო დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებაზე მომსახურების გაწევის საფასურისგან გაათავისუფლებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.
2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.
3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.