ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.05.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №174
სარეგისტრაციო კოდი 340170000.08.002.000047 106
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1995
2,399 სიტყვა · ~12 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №174 1995 წლის 17 მაისი ქ. თბილისი ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცდეს დებულება ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                        ე. შევარდნაძე დებულება ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები დებულება ქ. რუსთავის მმართველობის შესახებ არეგულირებს რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა საქმიანობას, განსაზღვრავს მათ კომპეტენციას, აწესრიგებს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ზემდგომ ორგანოებთან, დარგობრივ სამსახურთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან შესაბამის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. მუხლი 1🔗. ქ. რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები ქალაქ რუსთავის მმართველობა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართველობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საკითხის გადაწყვეტას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მართვას თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე. ქ. რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოა ქ. რუსთავის სათათბირო, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო - მერია. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებებით. მუხლი 2🔗. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით. მუხლი 3🔗. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ქვემდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. თავი II. ქალაქ რუსთავის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, მისი შემადგენლობა, კომპეტენცია და მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 4🔗. ქ. რუსთავის მერია ქალაქ რუსთავის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალაქის მერი. ქალაქის ტერიტორიაზე მერია წარმართავს ადმინისტრაციულ, საფინანსო, სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ საქმიანობას. მერიის სტრუქტურას შეიმუშავებს მერი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით, რის შემდეგაც მას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. მერია შედგება მერის, მერის კაბინეტის, მერიის აპარატის, მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტებისაგან. მუხლი 5🔗. ქალაქის მერი მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი. იმავდროულად იგი არის ქალაქის სათათბიროს თავმჯდომარე მერი ხელმძღვანელობს თავის კაბინეტს და წარმართავს მის მუშაობას; გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს. მერს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს პარლამენტისა და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე. მუხლი 6🔗. მერის უფლებამოსილება ქ. რუსთავის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს თავის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ქმნის მერის კაბინეტს და მერიის აპარატს, განსაზღრავს მათ შემადგენლობას და შეაქვს მასში ცვლილებები; ნიშნავს და ათავისუფლებს მერიის აპარატის, მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, იწვევს და უძღვება მერის კაბინეტის სხდომებს; ხელს აწერს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითანხმებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ რესპუბლიკური დაქვემდებარების სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს; კოორდინაციას უწევს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, აჩერებს იმ ობიექტების მშენებლობას ან ექსპლუატაციას, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი; ორგანიზაციას უწევს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასა და საფინანსო დისციპლინის დაცვას; აკონტროლებს გადასახადების და მოსაკრებლების გადახდას და არასაბიუჯეტო სახსრების მიზიდვას; დებს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ხელმძღვანელობს მერიის დეპარტამენტების, სამსახურებისა და მუნიციპალურ დაქვემდებარებაში შემავალი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობას; ისმენს მათი და აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ანგარიშებს; აჩერებს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა მოქმედებას; ხელმძღვანელობს ქალაქის მუნიციპალურ პოლიციას და დაქვემდებარებულ შინაგან საქმეთა ორგანოებს; მონაწილეობს მართლწესრიგის, სახელმწიფო უშიშროებისა და რესპუბლიკის თავდაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების, სამხარეო ადმინისტრაციის, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების აქტებისა და სათათბიროს გადაწყვეტილებათა შესრულებას; უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, განსაზღვრავს მსვლელობებისა და დემონსტრაციების მოწყობის ადგილებს; ახორციელებს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, სახელმწიფო მაკონტროლებელი სამსახურების საქალაქო სტრუქტურული რგოლების მუშაობის კოორდინაციას, რისთვისაც მათი ხელმძღვანელებისაგან ისმენს ანგარიშებს და სხვადასხვა ინფორმაციას ქალაქში კანონიერების დაცვის მდგომარეობის შესახებ; განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და წინადადებებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. მერის გადაწყვეტილებები მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებს და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ქვემდებარე ტერიტორიაზე მერის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს ნორმატიული ხასიათი, გამოიცემა განკარგულების სახით, ხოლო ოპერატიულ და სხვა მიმდინარე საკითხებზე ბრძანების სახით. მუხლი 8🔗. მერის კაბინეტი მერის კაბინეტი არის სახელმწიფო მმართველობის კოლეგიალური ორგანო. მერის კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: მერი მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილეები, მერიის აპარატის უფროსი, ქალაქის სათათბიროს მდივანი, აგრეთვე მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მერის წარდგინებით. მერის კაბინეტის საქმიანობას წარმართავს ქალაქის მერი, რომელიც კაბინეტთან ერთად: შეიმუშავებს ბიუჯეტისა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტებს; უზრუნველყოფს მათ შესრულებას; შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟების შემოღების შესახებ; ამტკიცებს მერის კაბინეტის, მერიის აპარატის, სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების დებულებებს; ქმნის და აუქმებს მერიის სამსახურებს, დეპარტამენტებსა და მუნიციპალიტეტებს. მათი ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი სამსახურების სტრუქტურასა და მათ პერსონალურ შემადგენლობას; იღებს გადაწყვეტილებას სათათბიროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ; აუქმებს მერიის საქვეუწყებო სამსახურების, დეპარტამენტების, მუნიციპალიტეტების, მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს; იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივ საკუთრებაში შემავალი საწარმოების, ორგანიზაციების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, სხვადასხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურის შექმნის შესახებ; ყოფილ საკავშირო დაქვემდებარების საწარმოს და ორგანიზაციას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ შესულა რესპუბლიკური დაქვემდებარების არცერთ სამინისტროსა და უწყებაში ატარებს რეგისტრაციაში იურიდიულ სამართლებრივი ფორმით „მუნიციპალური საწარმო“; საჭიროების შემთხვევაში ქალაქის სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით „მუნიციპალური ქონების გამიჯვნის“ შესახებ კანონის მიღებამდე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და შესაბამისი ზემდგომი ორგანოს წინაშე სვამს საკითხს საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულების ადგილობრივ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ; ერთი თვის განმავლობაში დასაბუთებული უარის მიუღებლობის შემთხვევაში ატარებს მათ რეგისტრაციაში, როგორც მუნიციპალურ საწარმოს; განკარგავს ქალაქის ბიუჯეტს; ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს სხვადასხვა საქალაქო სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განსახორციელებლად; განკარგავს მერიის სავალუტო ფონდს და სხვა ფონდებს ადგილობრივ და რესპუბლიკურ ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილების ნორმატივების შეცვლამდე დამატებული ღირებულების გადასახადის 30 პროცენტს იტოვებს ადგილობრივ ბიუჯეტში; შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით ქმნის სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების სამსახურს; იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალური სასესხო ვალდებულებების ამსახველი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და დადგენილი წესით ფულად-ნივთობრივი ლატარეის გათამაშების შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში საწარმოებისათვის, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, მოკლევადიან და გრძელვადიან, როგორც სავალუტო, ისე სხვა სესხების გაცემის შესახებ; კანონით დადგენილი წესით აფუძნებს მუნიციპალურ-კომერციულ ბანკს; იღებს გადაწყვეტილებებს მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსების საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციათა დაფუძნებასა და საქმიანობაში აქციონირების საფუძველზე მონაწილეობის მიღების შესახებ; კანონმდებლობის შესაბამისად დროებით სარგებლობაში გასცემს და განკარგავს მუნიციპალურ ქონებას; ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახდენს ამორტიზირებული და ფიზიკურად მოძველებული ობიექტების უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასებში პრივატიზებას განსაზღვრული პირობებით; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ქალაქის ტეროტორიაზე წარმოებული პროდუქციის წილის განკარგვის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებას ქალაქის საწარმოების, ფირმებისა და კერძო პირების მიერ შემოტანილი საწვავის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწესებული 10 პროცენტიანი ნატურით გადასახადის მერიის განკარგულებაში დატოვების შესახებ; ამტკიცებს მერის მიერ დადებულ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმართავს საზღვარგარეთის ქალაქებთან და რეგიონებთან ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობებს მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს; წყვეტს მუნიციპალურ მეურნეობაში უცხოური კაპიტალის დაბანდების საკითხებს; ქმნის წარმომადგენლობებს და საზღვრავს მათ სტატუსს; საკონტრაქტო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთებს, იყენებს წახალისების სხვადასხვა ფორმებს; ორგანიზაციას უწევს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნის ზონების დაგეგმარების პროექტების შემუშავებას. ამტკიცებს ქალაქის, მიკრორაიონებისა და ქალაქმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარების, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის პროექტებს; კონტროლს უწევს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებული მშენებლობას; ორგანიზაციას უწევს რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებით საბინაო, კომუნალური, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და სხვა ობიექტების მშენებლობის მიზნობრივ დაფინანსებას; აკონტროლებს საცხოვრებელი სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს; იყენებს და განკარგავს მუნიციპალურ საკუთრებას, ხელს უწყობს ეკონომიკური რეფორმის განხორციელებასა და პრივატიზაციას; ნებას რთავს მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოებს შექმნან უცხოურ და სხვა იურიდიულ ფირმებთან ერთობლივი საწარმოები. საქალაქო მეურნეობის სხვადასხვა დარგში თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით შევიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურაში, საინვესტიციო ფონდებში, საბანკო, სადაზღვევო კომპანიებში; აწესებს კონტროლს ფასწარმოქმნის პროცესზე, იღებს ზომებს ყოველგვარი დამახინჯების, მუნიციპალური და ბაზარზე დომინირებული ფასების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ; იღებს გადაწვეტილებას მუნიციპალური ქონების იჯარით და იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არამუნიციპალური სახელმწიფო ქონების იჯარით და იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ; დასაქმების არმქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან დასაქმების ერთიან რესპუბლიკურ ფონდში ჩასარიცხი თანხების 50 პროცენტს იტოვებს მერიის განკარგულებაში; რეგისტრაციაში ატარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებების წესდებებს; უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას; აკრძალავს იმ ობიექტების მშენებლობას ან ექსპლუატაციას, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი; აყალიბებს და ანაწილებს კუთვნილ საბინაო ფონდს; კონტროლს უწევს საბინაო ფონდისა და სხვა ნაგებობათა მდგომარეობას, მის სწორ ექსპლუატაციას; ხელმძღვანელობს საქალაქო მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამსახურებს, იღებს ზომებს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის; აწესებს მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სექტორის საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის რეგლამენტს; ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. მერის კაბინეტის მუშაობის ორგანიზაცია მერის კაბინეტი თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კაბინეტის სხდომაზე. კაბინეტის სხდომა მოიწვევა მერის ინიციატივით თვეში ერთხელ მაინც. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, როგორც წესი ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება. მერის კაბინეტის გადაწყვეტილებებს ხელს აწერს მერი და მერიის აპარატის უფროსი. მუხლი 10🔗. მერის პირველი მოადგილე მერი ნიშნავს და ათავისუფლებს თავის პირველ მოადგილეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს ეკონომიკური რეფორმის ღონისძიებათა კომპლექსურად განხორციელებას. რეფორმასთან დაკავშირებით პრობლემური საკითხების შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით აყალიბებს მუშა ჯგუფებს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში იგი აძლევს მითითებებს და აკონტროლებს მერიისადმი დაქვემდებარებულ სამსახურებს. მერის არყოფნის შემთხვევაში ან მერის დავალებით, იგი ასრულებს მერის მოვალეობებს. მუხლი 11🔗. მერის მოადგილეები მერი ნიშნავს და ათავისუფლებს თავის მოადგილეებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით. მერის მოადგილეები არიან მერიის დეპარტამენტებისა და სამსახურების თავმჯდომარეები. მერის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და წარმართავენ შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ბრძანებებს; უზრუნველყოფენ მერისა და მერის კაბინეტის გადაწყვეტილებათა შესრულებას. მუხლი 12🔗. მერიის აპარატი მერიის აპარატი აერთიანებს მერიის განყოფილებებს, დარგობრივ მრჩევლებს, სპეციალისტებსა და ტექნიკური პერსონალს. აპარატი ემსახურება მერიას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, ამზადებს მერისა და მერის კაბინეტის გადაწყვეტილებების პროექტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. მერიის აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი ქალაქის მერის უშუალო ხელმძღვანელობით. მერიის აპარატის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი. მერიის აპარატის თანამშრომლებს აპარატის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი. მერიის აპარატის მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით. მუხლი 13🔗. მერიის სამსახურები, დეპარტამენტები და მუნიციპალიტეტები მერიის სამსახურები და დეპარტამენტები წარმოადგენენ მმართველობითი ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავენ სამეურნეო კომპლექსის სხვადასხვა დარგების საქმიანობას. მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ტერიტორიულ მმართველობით ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ტერიტორიაზე მერის და მერის კაბინეტის გადაწყვეტილებათა შესრულებას. მერიის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ მერის მოადგილეები. მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი, მათ შორის ორმაგი დაქვემდებარების სამსახურის ხელმძღვანელებს სახელმწიფო მმართველობის შესაბამის რესპუბლიკურ უწყებასთან შეთანხმებით. მერიის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს მერის კაბინეტი. შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მერთან შეთანხმებით. მერიის სამსახურები, დეპარტამენტები და მუნიციპალიტეტები არიან იურიდიული პირები, აქვთ შესაბამისი სატიტულო ბლანკი, ბეჭედი და ანგარიში. მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით. თავი III. ქალაქ რუსთავის სათათბირო, მისი შემადგენლობა, შექმნის წესი, კომპეტენცია და მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 14🔗. სათათბირო და მისი შემადგენლობა სათათბიროს შემადგენლობაში შედიან: ქალაქის მერი; მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები; საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ყველა იმ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თითო წარმომადგენელი, რომელთაც აქვთ ქალაქში სტრუქტურული ქვედანაყოფი; ქ. რუსთავის წარმოება-დაწესებულებებისა და შრომითი კოლექტივების 30 წარმომადგენელი. მუხლი 15🔗. სათათბიროს ფორმირების წესი სათათბიროს ყველა წევრის რეგისტრაციას, მათი წერილობითი განცხადების საფუძველზე ახორციელებს ქ. რუსთავის მერია, მერიის მიერ შესაბამისი ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სათათბიროს წევრებს რეგისტრაციაში ატარებს ქალაქის სათათბირო. წარდგინებას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების სათათბიროში დელეგირების ან შეცვლის შესახებ აძლევენ შესაბამისი ორგანიზაციების ადგილობრივი ორგანოები. წარმოება-დაწესებულების წარმომადგენელთა სათათბირო დელეგირების ან მათი შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კოლექტივის საერთო კრება. შრომითი კოლექტივები და სათათბიროში წარმომადგენელთა რაოდენობის კვოტას განსაზღვრავს ქალაქის მერია ამ კოლექტივში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სათათბიროს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ სხვადასხვა დარგობრივი სფეროს წარმომადგენლები. მუხლი 16🔗. სათათბიროს სხდომა სათათბიროს პირველი სხდომა მოიწვევა სათათბიროს წევრთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში. სათათბიროს მორიგი სხდომები ტარდება ორ თვეში ერთხელ მაინც. სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის ნახევარზე მეტი (ფაქტობრივ რაოდენობას შეადგენენ სათათბიროს ის წევრები, რომლებიც ამ დებულებით დადგენილ ვადაში გაივლიან რეგისტრაციას ქ. რუსთავის მერიაში). სათათბიროს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ქალაქის მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება. სათათბიროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მერის კაბინეტის ან სათათბიროს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა ტარდება მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში. სათათბიროს სხდომა ღიაა. სათათბიროს თავმჯდომარის ან სათათბიროს წევრთა ¼-ის წინადადებით სათათბიროს თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია მოიწვიოს სათათბიროს დახურული სხდომა. როგორც ღია, ისე დახურულ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრების უფლება აქვთ მერის კაბინეტის წევრებს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის, მინისტრთა კაბინეტისა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებს. სათათბიროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია, ფარული ან სახელობითი კენჭისყრით. კენჭისყრის ფორმას განსაზღვრავს სათათბირო დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. მუხლი 17🔗. სათათბიროს კომპეტენცია სათათბიროს კომპეტენციას განეკუთვნება: სათათბიროს რეგლამენტის მიღება; მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ქ. რუსთავის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება; ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟების დაწესება; სათათბიროს წევრთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; სათათბიროს მდივნის არჩევა და გადარჩევა. სათათბიროს თავმჯდომარის ან სათათბიროს გადაწყვეტილებით, სათათბიროს უფლება აქვს სხდომაზე განიხილოს სხვა საკითხებიც. ამ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ორგანოსა და უწყებისათვის აქვს სარეკომენდაციო ძალა. სახელმწიფო ორგანო ან უწყება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას განიხილოს სათათბიროს რეკომენდაცია და მოისმინოს მისი არგუმენტები. მუხლი 18🔗. სათათბიროს თავმჯდომარე სათათბიროს თავმჯდომარეა ქ. რუსთავის მერი. სათათბიროს თავმჯდომარე: იწვევს და უძღვება სათათბიროს სხდომებს; განსაზღვრავს სათათბიროს სხდომის მოწვევის დროსა და ადგილს, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგში შესატან სავარაუდო საკითხებს; ხელს აწერს სათათბიროს გადაწყვეტილებებს; უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში ვეტო დაადოს სათათბიროს გადაწყვეტილებას და ორი კვირის ვადაში დაუბრუნოს იგი სათათბიროს ხელმეორედ განსახილველად. საკითხის განმეორებით განხილვის შემდეგ სათათბიროს გადაწყვეტილება იძენს კანონიერ ძალას და მერი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას, თუ მას მხარს დაუჭერს სათათბიროს წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის ვ2/3,  წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან. მუხლი 19🔗. სათათბიროს მდივანი სათათბირო თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს სათათბიროს მდივანს. მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სათათბიროს ყველა წევრს. მდივანი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სათათბიროს წევრთა სიობრივი რაოდენობის ნახევარზე მეტმა. სათათბიროს მდივანი: ორგანიზაციას უწევს სათათბიროს სხდომის მომზადებასა და მოწვევას; სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც აუწყებს სათათბიროს წევრებს სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგში შესატან სავარაუდო საკითხებს; სათათბიროს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით უძღვება სათათბიროს სხდომას; განაგებს სათათბიროს საქმის წარმოებას; განიხილავს მოქალაქეთა წინადადებებს და განცხადებებს; ასრულებს სათათბიროს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. სათათბიროს მდივანი არის მერის კაბინეტის წევრი. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას იგი წყვეტს სხვა სამსახურებრივ საქმიანობას. სათათბიროს მდივანი მერთან ერთად ხელს აწერს სათათბიროს გადაწყვეტილებებს. მუხლი 20🔗. სათათბიროს გადაწყვეტილებები თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სათათბირო იღებს გადაწყვეტილებებს დადგენილების სახით. გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სცილდება სათათბიროს კომპეტენციას, მიიღება რეკომენდაციის სახით. სათათბიროს დადგენილების შეჩერების უფლება აქვს მერს ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სათათბიროს დადგენილებებს აუქმებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, მინისტრთა კაბინეტი, აგრეთვე - სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მუხლი 21🔗. ქ. რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ქ. რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთი უფლებამოსილებას ინარჩუნებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე.