მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2025
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016617 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/11/2025
9,523 სიტყვა · ~48 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2025 წლის 18 ნოემბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის  2015  წლის 24 სექტემბრის  №508  დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის  №452  დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი №1 მარნეულის   მუნიციპალიტეტის  საგანგებო მართვის  გ ე გ მ ა თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება 1.1. შესავალი წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ. 1.2. გეგმის მიზანი გეგმის მიზანია: - საგანგებო სიტუაციებისაგან მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; - საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;  - ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა; - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა. 1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად. საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი. 1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები მარნეულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ამავე რეგიონში მას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ქ.რუსთავი და გარდაბანის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, სამხრეთით- სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები, რომელიც საზღვრებიდან 30-30 კმ-ით არის დაშორებული. მარნეულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში და მიეკუთვნება ქვემო ქართლის რეგიონს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული. ფართობი 935.2 კმ​2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობია – 58 507 ჰა;  სახნავ-სათესი – 25 466 ჰა; არასასოფლო-სამეურნეო – 33 932 ჰა; ტყის ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 14 583 ჰა; მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 107 800 ადამიანი ; ქალაქის მოსახლეობა – 22 244 ადამიანი; სოფლების მოსახლეობა – 85 556 ადამიანი. დასახლებული პუნქტი: ქალაქი – 1, ადმინისტრაციული ერთეული – 17, დასახლებული 77. მდინარეები: მტკვარი, ალგეთი, ხრამი, დებედა და შულავრის წყალი. მანძილი დედაქალაქამდე 29კმ; რეგიონულ ცენტრამდე (რუსთავი) 48 კმ,. ადმინისტრაციული ცენტრი –  ქალაქი მარნეული, მუნიციპალიტეტში 18 ადმინისტრაციული ერთეულია: 1. ადმინისტრაციული ერთეული მარნეული ქალაქი მარნეული. 2. ადმინისტრაციული ერთეული სადახლო სოფელი ბურმა, სოფელი თაზაკენდი, სოფელი მოლაოღლი, სოფელი სადახლო, სოფელი ხულდარა. 3. ადმინისტრაციული ერთეული ალგეთი სოფელი აზიზკენდი, სოფელი ალგეთი, სოფელი გაჯისაკენდი, სოფელი თაზაკენდი, სოფელი საბირკენდი. 4. ადმინისტრაციული ერთეული კაპანახჩი სოფელი I ქესალო, სოფელი II ქესალო, სოფელი ალგეთის მევენახეობა, სოფელი ამბაროვკა, სოფელი ილმაზლო, სოფელი კაპანახჩი, სოფელი ქეშალო. 5. ადმინისტრაციული ერთეული დამია-გეურარხი სოფელი ახლოლალო, სოფელი დამია, სოფელი დამია-გეურარხი, სოფელი კიროვკა. 6. ადმინისტრაციული ერთეული ქუთლიარი სოფელი ბაიდარი, სოფელი დიდი მუღანლო, სოფელი ლეჟბადინი, სოფელი ქუთლიარი, სოფელი ხუტორ-ლეჯბადინი. 7. ადმინისტრაციული ერთეული წერეთელი სოფელი დიდი ბეგლიარი, სოფელი ნორგიული, სოფელი პატარა ბეგლიარი, სოფელი საიმერლო, სოფელი წერეთელი. 8. ადმინისტრაციული ერთეული შულავერი სოფელი არაფლო, სოფელი ახლომახმუდლო, სოფელი ენიკენდი, სოფელი ზემო სარალი, სოფელი იმირი, სოფელი იმირჭალა, სოფელი სეიდგოჯალო, სოფელი ქვემო სარალი, სოფელი შულავერი. 9. ადმინისტრაციული ერთეული შაუმიანი სოფელი ახკულა, სოფელი ყუდრო, სოფელი შაუმიანი, სოფელი ხიხანი. 10. ადმინისტრაციული ერთეული თამარისი სოფელი ალავარი, სოფელი დიოკნისი, სოფელი თამარისი. 11. ადმინისტრაციული ერთეული კასუმლო სოფელი აღმამედლო, სოფელი ბაითალო, სოფელი ბეითარაბჩი, სოფელი კასუმლო, სოფელი კუშჩუ, სოფელი ულაშლო. 12. ადმინისტრაციული ერთეული ყულარი სოფელი დაშტაფა, სოფელი ზემო ყულარი, სოფელი კირიხლო, სოფელი მარადისი, სოფელი მეწამულა, სოფელი ქვემო ყულარი, სოფელი წითელსოფელი. 13. ადმინისტრაციული ერთეული ყიზილაჯლო სოფელი ყიზილაჯლო. 14. ადმინისტრაციული ერთეული კაჩაგანი სოფელი თაქალო, სოფელი კაჩაგანი, სოფელი კირაჩ მუღანლო, სოფელი ხანჯიგაზლო. 15. ადმინისტრაციული ერთეული ხოჯორნი სოფელი ბრდაზორი, სოფელი გიულბახი, სოფელი ცოფი, სოფელი ხოჯორნი. 16. ადმინისტრაციული ერთეული ახკერპი სოფელი ახკერპი, სოფელი ვერხვიანი, სოფელი ჩანახჩი. 17. ადმინისტრაციული ერთეული ოფრეთი სოფელი ოფრეთი, სოფელი ხოხმელი. 18. ადმინისტრაციული ერთეული წერაქვი სოფელი სიონი, სოფელი წერაქვი, სოფელი ჯანხოში. 1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა №73-ში, საკ.კოდი: 83.02.23.203, ფართობი 4 050 კვ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის (მერია/საკრებულო) ძირითადი შენობის მარცხენა ფლიგელი 4-სართულიანი, ხოლო მარჯვენა 3-სართულიანი, შენობის ძირითადი ნაწილი აშენებულია 1969-71 წლებში, ხოლო მეოთხე სართულის ოთახები დაემატა 2016 წელს, შენობაში არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი არ არის. ხოლო საქვაბე (რომელიც მარაგდება ბუნებრივი აირით ცენტრალური გათბობა) მდებარეობს მიმდებარედ. ასევე, მუნიციპალური შენობის სახურავზე განთავსებულია წყლის ავზები. შენობას გააჩნია ერთი ძირითადი და ორი დამხმარე გასასვლელი კარები, არ არის ლიფტი, კიბის უჯრედი მდებარეობს ცენტრალურ შემოსასვლელში, ხოლო მარჯვენა ფლიგელის ბოლოს არის დამხმარე კიბე. მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის წყლის ავზი დაახლოებით 10 ტონა, ნაგებობა გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, ელ-ენერგია, ინტერნეტი და გაზი. მერის შენობაში 324 თანამშრომელია (მერია, საკრებულო, შემოსავლების სამსახურის მარნეულის სერვისცენტრი, დაცვის პოლიცია). მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №16-ში. 1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.  შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით. შტაბის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი; ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება; გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება; დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება; ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით; ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება; ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება; თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება; ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში; კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები: ცხრილი 1 № ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა 1 შტაბის უფროსი საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი დანართი №4, პუნქტი 1 2 შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დანართი №4, პუნქტი 2 3 შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილების უფროსის მოადგილე სამირ ისმაილოვი დანართი №4, პუნქტი 3 4 შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დანართი №4, პუნქტი 4, 5 შტაბის წევრი სატრანსპორტო საკითხებში ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დანართი №4, პუნქტი 5, 9 6 შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხებში ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დანართი №4, პუნქტი 8 7 შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი დანართი №4, პუნქტი 6,7 8 შტაბის წევრი ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის საკითხებში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური დანართი №4, პუნქტი 10 9 შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის საკითხებში ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორისა და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსები დანართი №4, პუნქტი 13 10 შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დანართი №4, პუნქტი 11 11 შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში ზედამხედველობის სამსახური დანართი №4, პუნქტი 9 12 შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაცის ღონისძიებების უზრუნველყოფა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური დანართი №4, პუნქტი 12 13 შტაბის წევრი (დამხმარე ფუნქცია) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანართი №4, პუნქტები 1, 2, 6, 7, 11,12. 1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას, ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) – თანამშრომლებისათვის. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა. შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრესსამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. მოსახლეობის გაფრთხილება ხდება პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით. 1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8. 1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ 9-ში. 1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 10); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის სქემა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11). 1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება 2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხეების ანალიზი 2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2015-2018 წწ. ,,საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე. 2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა: ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით; სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით აღსანიშნავია ძლიერი ქარი, ქარიშხალი, სეტყვა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყრული პროცესები, ტყის და მინდვრის ხანძრები, ეპიდემია, ეპიზოოტია და სხვა. მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამვლები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნევროზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების მხრივ არ გამოირიცხება ისეთი დავადებების გაჩენა, როგორიცაა: ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, ღვარცოფული მოვლენები, მეწყრული პროცესები.  2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება 2.2.1. რისკის შეფასების დრო: 03.09.2025 2025 წლის 3 სექტემბერს, რისკის შეფასების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები. 2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 5-5-ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ, შესაბამისად, ცხრილები 2 და 3. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება. 2.2.3. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად: ცხრილი 2 № საფრთხე ალბათობა ზეგავლენა საერთო ქულა 1 წყალდიდობა, წყალმოვარდნა 4 5 20 2 ძლიერი ქარი, ქარიშხალი 5 4 20 3 მინდვრისა და ტყის ხანძრები 6 3 18 ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად: ცხრილი 3 № საფრთხე ალბათობა ზეგავლენა საერთო ქულა 1 ხანძარი 4 5 20 III თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №7.1 – წყალდიდობა, წყალმოვარდნა დანართი №7.2 – ძლიერი ქარი, ქარიშხალი დანართი №7.3 – მინდვრისა და ტყის ხანძრები. ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი - ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში. IV თავი. გეგმის დანართები 4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით: ცხრილი 4 დან. № დანართის დასახელება 1 სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი 2 მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები 3 მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით 4 შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები 5 საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა 6 მართვის სისტემის სააკოორდინაციო სქემა 7 სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი 8 რეაგირების სხვა ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი 9 დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი 10 საევაკუაციო რუკები 11 მერიის შენობის ევაკუაციის სქემები 12 რისკის სცენარი – წყალდიდობა, წყალმოვარდნა 13 რისკის სცენარი – ძლიერი ქარი, ქარიშხალი 14 რისკის სცენარი – მინდვრისა და ტყის ხანძრები. 15 რისკის სცენარი – ხანძარი მერიის შენობაში 16 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების რუკების ელექტრონული მისამართები მოცემულია დანართ №16- ში. დანართი №2 სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი 1. საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“; 3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 5. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“; 6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; 7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №453 დადგენილება  „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; 8. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილება  „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; 9. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილება „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; 10. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება  „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“; 11. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №195 დადგენილება  „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის დამტკიცების თაობაზე“; 12. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №119 დადგენილება  „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №51 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე“; 14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; 15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №154 დადგენილება „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; 16. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 17. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“; 18. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 სექტემბრის №590 დადგენილება „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“; 19. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №48 დადგენილება „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“. 20. საქართველოს მთავრობის  2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილება – საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. დანართი №3 მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება მაჩვენებელის დასახელება მაჩვენებლები მაჩვენებლის რაოდენობა დამატებითი ინფორმაცია 1. ტერიტორიის ფართობი, კმ​2 935,2 2. მოსახლეობის საერთო რაოდენობა, მათ შორის, ქალაქების, ათასი ადამიანი 107 800 3. დასახლებული პუნქტების რაოდენობა, მათ შორის, ქალაქები 77/1 ქალაქი 18 ადმინისტრაციული ერთეული – (1 ქალაქი და 77 სოფელი) 4. მოსახლეობის სიმჭიდროვე, ადამიანი/კმ​2 111,1 5. საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რაოდენობა, მათ შორის, სოფლებში 76 საჯარო სკოლა; 14-საბავშო ბღი (სოფლებში -65 სკოლა; 10 საბავშო ბაღი) 6. სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა/მათ შორის სოფლებში ქალაქში 20/ სოფელში 25 7. საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, მათ შორის, სოფლებში ქალაქში 191/სოფელში 0 8. სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, მათ შორის, სოფლებში ქალაქში 609/სოფელში 25 9. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობა (კულტურულ-სპორტული, საკულტო და რიტუალური დაწესებულებები, ავტოსადგურები, ვაგზლები და ა.შ. 135 10. საგანგებო სიტუაციების რაოდენობა 5 წელიწადში, ერთეული, მათ შორის: - ტექნოგენური ხასიათის - ბუნებრივი ხასიათის ა) ტექნოგენური ხასიათს 2021 – 9 2022 – 15 2023– 258 2024 – 217 2025– 5 ბ) ბუნებრივი ხასიათის: 2021 წ. – 315 2022 წ. – 373   2023 წ. – 359 2024 წ. – 434 2025 წ. – 475 სულ – 2 400 ტექნოგენური – 504 ბუნებრივი – 1 956 11. საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული ზარალის ოდენობა წელიწადში, ათასი ლარი, მათ შორის: - ტექნოგენური ხასიათის - ბუნებრივი ხასიათის  302 325 ლარი 12. საგანგებო სიტუაციების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა, ადამიანი, მათ შორის: - სატრანსპორტო ავარიების შედეგად - საწარმოო ავარიების შედეგად                                                                                              - ხანძრის შედეგად - ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგად ა) სატრანსპორტო ავარიების შედეგად: 2021 – 6 2022 – 4 2023 – 9 2024 – 6 2025 – 1 ბ) საწარმოო ავარიების შედეგად – 0 გ) ხანძრის შედეგად – 2021წელს – 1 2024 – 1 2025 – 1 დ) სხვა ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაცის შედეგად: 2021 წ. – 3 2022წ. – 8  2023 წ. – 8  2024 წ. – 8  2025 წ. – 2 13. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, ათასი ადამიანი 72 600 14. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა, ათასი ადამიანი / შრომისუნარიანი მოსახლეობის %, მათ შორის: 5 422/ 20% 15. შრომისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა, მათ შორის: - პენსიონერთა საერთო რაოდენობა   მათ შორის: - ასაკის მიხედვით -  შშმ პირი - 6 წლამდე  ასაკის ბავშვების რაოდენობა პენსიონერი – 18  534; შშმ პირები – 2 190         6 წლამდე –12 009 16. რკინიგზის საერთო სიგრძე, კმ, მათ შორის / საერთო სარგებლობის - 17. საავტომობილო გზების საერთო სიგრძე, კმ 540 18. დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთან მისასვლელი გზა გრუნტისაა 170 19. სატელეფონო კავშირის არმქონე (მიუწვდომელია მობილური ქსელისათვის) დასახლებული პუნქტების რაოდენობა / საერთო რაოდენობის % დაახლოებით 10 სოფელი, საერთო რაოდენობის 12% 20. ადმინისტრაციული დანაყოფები, რომელთა ფარგლებშიც განთავსებულია გამორეცხვის, დატბორვის, ზვავის, მეწყრის და სხვა რისკის ქვეშ მყოფი რკინიგზის უბნები არა 21. ადმინისტრაციული დანაყოფები, რომელთა ფარგლებშიც განთავსებულია გამორეცხვის, დატბორვის, ზვავის, მეწყრის და სხვა რისკის ქვეშ მყოფი საავტომობილო გზების უბნები არა 22. საავტომობილო ხიდების რაოდენობა                            103 23. სარკინიგზო ხიდების რაოდენობა 3 24. პორტების რაოდენობა და ჩამონათვალი 0 25. არხებისა და მათზე ჩამკეტების რაოდენობა 22 მაგისტრალური არხი, 680 წყალჩამკეტი 26. აეროპორტებისა და მფრინავი აპარატის დასაჯდომი მოედნების რაოდენობა და ადგილმდებარეობა 1 27. მაგისტრალური მილსადენების სიგრძე, კმ, მათ შორის: -წყალსადენი - ნავთობსადენი - გაზსადენი გაზსადენი-65 კმ, ნავთობსადენი-21 კმ 28. ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, კმ  6/10კვტ.მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზი – 365 370კმ, ხოლო დაბალი ძაბვის – 0,4 კვტ.საჰაერო გადამცემი ხაზი – 554კმ 29. ავარიული შენობა-ნაგებობების რაოდენობა 5 ელევატორის დასახლება-2 კორპუსი, ერეკლე II ქ-2  კორპუსი, 26 მაისის ქ.-1 30. სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების (თავშესაფრების) რაოდენობა 1 ქ. მარნეული, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ავარიული, საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი. დანართი №4 საგანგებო შტაბის წევრების ფუნქცია-მოვალეობები 1. შტაბის უფროსი საგანგებო შტაბის უფროსი პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის მართვის და სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზებაზე რეაგირების ძალების მუდმივ მზადყოფნასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობიან და ომის შემთხვევაში. საერთო მოვალეობები: მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების გატარება, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შედგენა და მისი ამოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს; საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო ვითარების შეფასება და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების მართვა; შტაბის წევრებისა და მოსახლეობისათვის საშიშროების შესახებ შეტყობინება და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება; მართვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ორგანიზება; მოხალისეთა ფორმირებების ჩამოყალიბება, მათი აღჭურვა და მომზადება; ჯგუფებისათვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მომარაგება, ექსპლუატაციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული გაცემა; მოსახლეობის დროული ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში; საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო  სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება, საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალების განსაზღვრა/დაზუსტება. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოსახლეობის შეფარების ორგანიზება დამცავ ნაგებობებში; საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ამაღლების მიზნით პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებებისათვის პრევენციული ქმედებების ორგანიზება. საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას: საერთო მოვალეობებთან ერთად უზრუნველყოფს რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირებას და მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებებს. რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირების სფეროში ძირითადი ფუნქცია/ამოცანებია: საძიებო-სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია; საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო, სახანძრო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; ადგილობრივ დონეზე სახანძრო-სამაშველო მორეაგირე ფორმირებების ჩაბმა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში. რეაგირების ღონისძიებების კოორდინირების ფარგლებში პასუხისმგებელია: ოპერატიულ სამაშველო მოქმედებაზე; საავარიო-სამაშველო, სახანძრო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციების ზონაში გადანაწილებაზე; დაზიანების მასშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის დადგენაზე, ასევე საინჟინრო და სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრასა და მათ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმაზე; პირველადი სამედიცინო დახმარების მხარდაჭერასა და მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებში გადაყვანის ღონისძიებების შემუშავებაზე; საგანგებო სიტუაციის ზონის იდენტიფიცირებაზე, შემოფარგვლასა და იზოლირებაზე; საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის სამუშაოებზე; ხანძრის ქრობის სამუშაოებზე. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგვლავს და იცავს პერიმეტრს, აწარმოებს ბრძოლას მარადიორობის წინააღმდეგ.  ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სამედიცინო პუნქტებში გადაყვანის ორგანიზება. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმული ძალების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველების ევაკუაციისთვის ტრანსპორტის მობილიზება; მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური – საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფის ორგანიზება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს: ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზებას. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების სფეროში ძირითადი ფუნქცია-ამოცანებია: მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; საევაკუაციო მიმღები და გამანაწილებელი პუნქტების გაშლის ორგანიზება; ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; საევაკუაციო მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; მოსახლეობის შეტყობინება და ინფორმირება; ევაკუირებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა; ენერგო უზრუნველყოფა; ცხოველების ევაკუაცია.  მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციით და დახმარებით: - ორგანიზებას უწევენ მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა-დაზუსტებას მოწყვლადი ჯგუფების შესაბამისად მათი ოპერატიულად ევაკუაციის მიზნით; - მუდმივ კავშირშია საევაკუაციო შემკრებ და გამანაწილებელ პუნქტებთან (არსებობის შემთხვევაში შუალედურ საევაკუაციო პუნქტებთან); - აზუსტებს ევაკუირებულთა განთავსების მიზნით უსაფრთხო ზონას, მოძრაობის მარშრუტს, ჩასხდომისა და გადმოსხდომის ადგილებს; - ორგანიზებას უკეთებს აღრიცხვიანობას ავტოტრანსპორტზე, რომელიც გამოყენებულია ევაკუირებულთა გადასაყვანად; - ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა მომარაგებას პირველადი მოხმარების ნივთებით; - განთავსების ადგილებში ჩასვლის შემდეგ ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა დროულ დაბინავებას და მათ ყოველმხრივ უზრუნველყოფას. - ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია: დროულად შეატყობინოს მოსახლეობას ევაკუაციის დაწყება; დროულად გააგზავნოს შემკრებ საევაკუაციო პუნქტზე თავისი წარმომადგენელი; ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის თავშესაფრებში განთავსებას, დროებითი თავშესაფრების (საველე „კარვების ქალაქის“) შექმნას, ასევე ამ მიზნით სახვადასხვა ობიექტების შენობა-ნაგებობების გამოყენებას; ევაკუირებულთა კვებით უზრუნველყოფას მობილური კვების პუნქტების მეშვეობით; პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებას; იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზირებულ დახმარებას (შეზღუდული შესაძლებლობის პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა); კოორდინირება გაუწიოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განთავსების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – უზრუნველყოფს ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას, ასევე სამედიცინო პუნქტების გახსნას და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფას; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მარნეულის იუსტიციის სახლი – მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – შეიმუშავებს და ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს დროებითი მოძრავი ბაღებისა და სკოლების ფუნქციონირებას; ზედამხედველობის სამსახური და საფინანსო საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს ევაკუირებულთა კვების და მობილური კვების პუნქტების ორგანიზებას;  ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას; ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო გზების გაწმენდის ორგანიზებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს; ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური და შპს „ავტოპარკი“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით საჭირო საავტომობილო ტრანსპორტის მობილიზებას; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – ფინანსური უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს მოხალისე ფორმირებების კოორდინაციას. 2. შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში (მერის მოადგილე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი ამოცანებია: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინირება; ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა; მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვის უზრუნველყოფა. შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში (მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან კოორდინაციითა და დახმარებით შემდეგი ქმედებების განხორციელებას: საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას; საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოებში მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განსაზღვრას; საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების მობილიზების (კარვები, თბილი ტანსაცმელის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვ.) ორგანიზებას; დაზიანების ზონებში სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების და მომუშავე ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების მოზვიდვის ორგანიზებას; დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების და მათი დროებით განსახლების ადგილებში წყლით, კვებით, სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნას; მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზებას; დაზიანების ზონებში სპეციალური რეზერვების საწყობების ორგანიზებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას; ქონების მართვისა და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – მატერიალური რესურსების გადაადგილება და ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინირება; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ჰუმანიტარული უზრუნველყოფა. 3. შტაბის წევრი საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის სფეროში ძირითადი ამოცანებია: საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება; საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მიზნით ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული ღონისძიებების მართვას შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევენ, რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. 4. შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის დარგში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება; ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების დაცვა, აღდგენა და უწყვეტობის უზრუნველყოფა; მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციების შესახებ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ კავშირგაბმულობის ოპერატორებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციისას ელექტრონულ კომუნიკაციას, საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების ხარისხის დონის შეფასებასა და აღდგენისთვის მზადყოფნას, მონიტორინგის წარმოებას და ინფორმაციის მიწოდებას საგანგებო შტაბისათვის. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას. შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას. 5. შტაბის წევრი სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და დაცვის უზრუნველყოფა. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად: პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობს საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო განთავსების ზონებში მოსახლეობის ევაკუაციისთვის შესაბამისი საშუალებების მობილიზებას; დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ახდენს შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზებას; უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო ზონაში შესაბამისი ტრანსპორტით მატერიალური ფასეულობის გატანას; საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ეფექტიანად შესრულებისათვის ახდენს საინჟინრო ავტოტრანსპორტისა და ტექნიკის მობილიზების ხელშეწყობას; უზრუნველყოფს შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზებას ცხოველთა ევაკუაციისათვის; განსაზღვრავს და შესაბამისად, აწვდის ინფორმაციას შტაბს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ;  უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას. 6. შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; გარდაცვლილთა აღრიცხვა; სამედიცინო ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს: სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საგანგებო სიტუაციების ზონაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგს; გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გაწევის ორგანიზებას; დაზარალებულთა დანიშნულების პუნქტებში გადაყვანის ორგანიზებას; სამედიცინო საშუალებების, მედიკამენტების, სისხლის მარაგების მობილიზების ორგანიზებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში დახმარებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საავადმყოფოებში ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მარნეულის იუსტიციის სახლი – აწარმოებენ საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მარნეულის სამსახური – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. 7. შტაბის წევრი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის დარგში ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ააიპ „მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან“ ერთად – ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება: უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას; საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს; იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას; კოორდინირებას უწევენ საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას; ქონების მართვისა და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკის მოძიებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზედამხედველობის სამსახური და საფინანსო საბიუჯეტო სამსახური – კვების პროდუქტების, სასმელი წყლისა და პირველადი მოთხოვნილების ნივთების შესყიდვის ორგანიზება; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. 8. შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზება. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობასა და კონტროლს; საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინირებას; საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე; სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ფუქნციონირების მიზნით დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგის ოპერატიულ მიწოდებას; საგანგებო სიტუაციების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში); დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევენ ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას; ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან და ადგილობრივ შტაბთან. 9. შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალური ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისას მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება. ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშებას; მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების ზონიდან პირუტყვის ევაკუაციის ორგანიზებას; საშიში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღებას და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას; შპს „ავტოპარკი“ – კოორდინირებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას. 10. შტაბის წევრი ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს უსაფრთხოების განხორციელების კოორდინირება; საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; სატრანსპორტო უზრუნველყოფა; საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა; ინფრასტრუქტურის აღდგენა, ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სისტემების ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას და განხორციელებას. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზებას; ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრას; განსაზღვრას, რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე; დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებების და თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრას; ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების, ქალაქმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობის და საშენი მასალის წარმოების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ღონისძიებების დაგეგმვას; საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასებას; საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში; გზებზე შესაძლო ჩამოქცევების ადგილების განსაზღვრას, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას; სამშენებლო და მძიმე ტექნიკის მობილიზებას; მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრას; საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრას; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასება (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა); საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში; საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზებას; ააიპ – „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ტრანსპორტის საწვავისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძალებისა და საშულებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; სურსათისა და წყლის დაცვის უზრუნველყოფა. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საფინანსი საბიუჯეტო სამსახური – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციებისათვის სასურსათო რესურსებისა და საჭირო მარაგის განსაზღვრას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინირებას; სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეზერვების მუდმივ მონიტორინგს და შეფასებას; სურსათისა და წყლის რეზერვების საგანგებო სიტუაციების ზონებში მოწოდებას; საველე კვების ბლოკების ფუნქციონირების ორგანიზებას; სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეზერვების განახლების მიზნით, შესაძლო საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასებას. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე არსებული მარაგების ოპტიმიზაციასა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას; შპს „ავტოპარკი“ – ორგანიზებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სამსახური – უზრუნველყოფს სურსათისა და წყლის ხარისხის კონტროლს. 12. შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში საგანგებო სიტუაციების ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფა. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური –ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს: კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კოორდინებას; კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების განხორციელების კოორდინირებას; საევაკუაციო ღონისძიებების განხორციელებას; საგანძურისა და ფინანსური ფასეულობების დაცვას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეული სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებს და საშუალებებს; შპს „ავტოპარკი“ – კოორდინირებას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმული ძალებისა და საშუალებების ტრანსპორტით უზრუნველყოფას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციოდ მომზადებაში მონაწილეობა და ტრანსპორტირების დაცვის უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მოხალისეთა ფორმირებების მობილიზება მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით. 13. შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის სფეროში საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია: საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინირება; აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში მეზობელი მუნიციპალიტეტების სამაშველო ძალების ჩაბმის მოთხოვნა; საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა; მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შექმნა. ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორისა და მშენებლობის სამსახური, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევის და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციას; კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოფხვრას; ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების სამუშაოების კოორდინირებას; კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენას; სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის ღონისძიებების გატარებას; საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებს ტრანსპორტით; საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებსა და საშუალებებს; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო თანხების მოძიებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს; ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – უზრუნველყოფს და მონაწილეობს: მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში; მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ორგანიზებაში. ააიპ – „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მარნეულის სამსახური – უზრუნველყოფს და მონაწილეობს: საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის სანიტარიულ დამუშავებასა და გაწმენდაში; ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ცხოველის საკვების რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემცირება დეზაქტივაციის, დეგაზაციის და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნებისას დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით. დანართი №5 სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი № დანაყოფის დასახელება პერსონალის რაოდენობა ხელმძღვანელი ავტო-სპეცტექნიკა სამაშველო ან სხვა სპეციალური აღჭურვილობა შესაძლებლობები 1 მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება 21 ლევან კალაძე 1. ივეკო ასტრა – სახ ნომერი SS -492 –MS 2. კამაზი – სახ.ნომერი SS-411-MS 3. წყალმზიდი ურალი – სახ.ნომერი SS -039-MS 1. წყლის პომპა WP 40 GT – 1ც 2. ბეზოხერხი STIHIL MS 440 – 2ც 3. ტყის ხანძრის ქრობის ზურგჩანთა – 7ც 4. ბენზო კუთხმჭრელი HUSQVARNA K770 – 1ც 5. სახანძრო სახელო 25 მმ-იანი – 20ც. 6. სახანძრო სახელო 52 მმ-იანი – 19 ც. 7. სახანძრო სახელო 75 მმ-იანი – 17 ც. სახანძრო და სამაშველო სამუშაოები. ხანძრის ქრობა, წყლის ამოტუმბვა,და სხვა სპეც დავალებები დანართი №6 საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ამოცანები ამოცანები სრულდება შტაბის წევრებთან კოორდინაციით და მათი მოვალეობების შესრულებაში დახმარების მიზნით საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება  შტაბის უფროსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს: ოპერატიულ სამაშველო მოქმედებას; საავარიო-სამაშველო, სახანძრო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციების ზონაში გადანაწილებას; დაზიანების მასშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის დადგენას, ასევე საინჟინრო და სპეციალიზირებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრას და მათ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმას; პირველადი სამედიცინო დახმარების მხარდაჭერას და მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებში გადაყვანის ღონისძიებების შემუშავებას; საგანგებო სიტუაციის ზონის შემოფარგვლას და იზოლირებას; საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის სამუშაოებს; ხანძრის ქრობის სამუშაოებს; მოსახლეობის ევაკუაციის ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას; ევაკუაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის განსაზღვრას; ევაკუაციის მარშრუტების შემუშავებას; მოსახლეობის თავშესაფრებში მოთავსებას, დროებითი თავშესაფრების (საველე კარვები) ნაგებობების შექმნას; კვებით უზრუნველყოფას მობილური კვების პუნქტების მეშვეობით; პირველადი მოხმარების საგნების მოწოდებას; იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზირებულ დახმარებას (შეზღუდული შესაძლებლობის პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა); მოსახლეობისადმი სამედიცინო მომსახურეობის გაწევის კოორდინაციას. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას; საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში შტაბის წევრს დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება; კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში; სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას; სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს; მონაწილეობას ღებულობს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში; ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს. იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას; ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა; სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში; კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრფუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ორგანიზებაში; საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევის და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციას; კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოფხვრას; მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შექმნას; ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების სამუშაოების ჩატარებას; საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას; კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენას; სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას; მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ორგანიზებას; საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის სანიტარიული დამუშავებასა და გაწმენდას; ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ცხოველის საკვების რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემცირებას დეზაქტივაციის, დეგაზაციის და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნებისას დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგვლავს და იცავს პერიმეტრს, უზრუნველყოფს სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას და მხარდაჭერას; აწარმოებს ბრძოლას მარადიორობის წინააღმდეგ;  უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განსახლების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ახორციელებს მატერიალური რესურსების, ჰუმანიტარული ტვირთების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, სურსათის და წყლის, საავადმყოფო ტრანსპორტის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, სამედიცინო, ენერგომომარაგების და სხვა სასიცოცხლოდ/სტრატეგიულად/ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას; საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას; სამედიცინო დაწესებულებების დაცვას; მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციო მომზადებაში მონაწილეობას და ტრანსპორტირების მარშრუტებზე დაცვას. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური  სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საგანგებო სიტუაციების ზონაში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგს; გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გაწევას; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამსახურთან (სასწრაფო დახმარება) ერთად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სამედიცინო პუნქტებში (საავადმყოფოებში) გადაყვანას და ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას; სამედიცინო საშუალებების, მედიკამენტების, სისხლის მარაგების მობილიზების ორგანიზებას; ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში. უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზება/შემუშავებას. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში შტაბის უფროსის მოადგილეს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას; საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოებში მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განსაზღვრას; საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების (კარვები, თბილი ტანსაცმელის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვ.) ორგანიზებას; დაზიანების ზონებში სამაშვალო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების და მომუშავე ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების შექმნის ორგანიზებას; დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების და მათი დროებით განსახლების ადგილებში წყლით, კვებით, სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნას; მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზებას; დაზიანების ზონებში სპეციალური რეზერვების საწყობების ორგანიზებას; საგანგებო სიტუაციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას; საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საჭირო თანხების მოძიებას. ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან კოორდინაციით უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას და განხორციელებას. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზებას; ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრას; განსაზღვრას, თუ რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე; დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებების და თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრას; ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების, ქალაქთმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობის და საშენი მასალის წარმოების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვას; საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასებას; საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში; გზებზე შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრას, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას; სამშენებლო და მძიმე ტექნიკის მობილიზების განხორციელებას; მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრას; საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრას; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასებას (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა); საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებას; უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსების ორგანიზებას; საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას; საევაკუაციო გზების გაწმენდას, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს; რეკომენდაციების შემუშავებას საავტომობილო გზებისა და მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ. ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას. შპს „ავტოპარკი“ და ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონებისა და მატერიალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურებთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციების ღონისძიებებში (4-ვე ფაზა) ჩაბმული ძალების და ოპერაციების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფას. მატერიალური რესურსების, მოსახლეობის, ცოცხალი ძალის, სურსათისა და წყლის, მატერიალური ფასეულობების გატანის, ცხოველთა გაყვანის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციით განსაზღვრავს და შესაბამისად აწვდის ინფორმაციას შტაბს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ფუნქციები წარმოადგენს ძირითად ფუნქციებს, რომელთა დაკორექტირება და ტრანსპორტირების სფეროში სხვადასხვა ამოცანის შესრულება დასაშვებია საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავს შტაბის უფროსი ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი/შტაბის წევრი სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“  ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელ პირთან – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ქსელების ობიექტების ელექტრომომარაგებას; სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას; მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობასა და კონტროლს; საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინაციას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიულ უზრუნველყოფას; საგანგებო სიტუაციების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში); დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას; საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინაციას; საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე; სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიულ მომარაგებას. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფას; საგანგებო სიტუაციების დროს გაზმომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინაციას; საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას გაზმომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე; ტერიტორიაზე გამავალი გაზისა და ნავთობის მაგისტრალებზე ავარიების შემთხვევაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზებას; სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით გაზმომარაგების დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების გაზმომარაგების ოპერატიულ მიწოდებას; საგანგებო სიტუაციების შედეგად გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში); დაზიანებული გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენას. შპს „ აილინკი“, შპს „მაგთიკომი", შპს „სილქნეტი“ და შპს „ჯენეტი“, ადმინისტრაციული სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირს; საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას; კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან, ადგილობრივ შტაბთან; მოსახლეობის ინფორმირებას საგანგებო სიტუაციების შესახებ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და დროებითი მოძრავი სკოლების ფუნქციონირებას. შპს „საქართველოს ფოსტის“ მარნეულის ფილიალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს შეუფერხებელ საფოსტო კავშირს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და მარნეულის იუსტიციის სახლი უზრუნველყოფენ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (საკუთრების და ა.შ. გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს აღნიშნული დოკუმენტაცია;  აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური მარნეულის სამსახური სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და აგვარებს დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს; საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშებას და მარაგის შექმნას; მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას/ორგანიზებას; საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების ზონიდან პირუტყვის ევაკუაციას; საშიში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების თაობაზე ზომების მიღებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს. დანართი №7 რისკი №1 ხანძარი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში  სცენარი სცენარი №1 რისკის მიხედვით: შენობა მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა №73-ში. შენობა არის 4-სართულიანი და სართული – სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I-II- III-IV) სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II-III სართული), შემოსავლების სამსახურის მარნეულის სერვისცენტრი (I სართული), საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო (I სართული). მერიის შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, შენობის ნაწილი გადახურულია, რკინა-ბეტონის ფილებით, ნაწილი თუნუქის ტალღოვანი ფურცლებით. შემოსავლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯარები დამზადებულია მეტალოპლასტმასით და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია, ასევე გამოყენებულია შეკიდული ჭერი. შენობას აქვს სამი გასასვლელი. შენობაში ხანძარი შესაძლოა გავრცელდეს როგორც შენობის კონკრეტულ ნაწილში, ასევე მთლიანად შენობის მასშტაბით. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს გასასვლელებსა და ცალკეულ ოთახებში კვამლის დაგროვება, რაც გამოიწვევს შენობაში მყოფი პირების ინტოქსიკაციას. მოსალოდნელია, ცალკეულმა თანამშრომელმა მიიღოს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მზიდი კონსტრუქციის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტის ნგრევა და გასასვლელების (მათ შორის, საევაკუაციო) ჩახერგვა. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა პერიოდულად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობის ვარგისიანობა, გამოვლინდეს ადვილად დაზიანებადი წერტილები და მიღებულ იქნეს ტექნიკური ზომები მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. გეგმიურად უნდა მიმდინარეობდეს ხანძრის პროფილაქტიკური ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 1-ში. გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა №1 რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი 1 № ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა 1 ელექტროსისტემის გადამოწმება კვარტალში ერთხელ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი 2 ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების (ცეცხლმაქრების) და სისტემების (საგანგაშო მაუწყებლობის სისტემის) გადამოწმება თვეში ერთხელ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი 3 დამწვრობის საწინააღმდეგო სახვევი სამედიცინო მასალის და მედიკამენტების გადამოწმება და შევსება თვეში ერთხელ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მ/შ დავით აროშიძე 4 შენობის საერთო ტექნიკური მდგომარების მონიტორინგის ორგანიზება (კომუნიკაციის, ნაგებობების, ელექტროობის, გაზის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება) თვეში ერთხელ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი 5 შენობის გარე პერიმეტრის დაცვის მონიტორინგი სისტემატურად (ვიდეო- მონიტორინგი) შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსი დავით ქავთარაძე 6 პრევენციული ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება წელიწადში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა 7 კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრევენციის ზომების დადგენა კალენდარული წლის განმავლობაში ააიპ „მარნეულის ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა  მერიის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის დროს, გამართულ მდგომარეობაში უნდა ინარჩუნებდნენ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, უნდა იცოდნენ მათი ექსპლუატაციის წესები. ამ მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ორგანიზება უნდა გაეწიოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ მონიტორინგს და სპეციალურ ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. პერიოდულად უნდა განახლდეს ხანძრის ქრობის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კავშირგაბმულობის და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. ყოველწლიურად უნდა მოხდეს საგანგებო გეგმის განვითარება აღნიშნული რისკის ხელახალი შეფასების საფუძველზე.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.  დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 2-ში. გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა-სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი 2 № ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა 1 შტაბის წევრებისათვის სათანადო (ევაკუაციის პროცედურები, ხანძართან ბრძოლის, პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვ.) ტრენინგების/ინსტრუქტაჟების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დახმარებით 2 თანამშრომლებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე 3 სახანძრო სისტემების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი 4 სახანძრო სფეროში პერსონალისთვის ხანძრის ჩაქრობის იმიტირებული სწავლების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით 5 საევაკუაციო იმიტირებული წვრთნა ყოველ 6 თვეში ერთხელ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა 6 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მ/შ დავით აროშიძე 7 შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების ( დამხმარე პერსონალის) ინსტრუქტირება ყოველ 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მ/შ დავით აროშიძე 8 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით კაპანაძე რ ე ა გ ი რ ე ბ ა  ხორციელდება შეტყობინება ხანძრის შესახებ „112“-ზე და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გამოძახება. დაუყოვნებლივ ხდება თანამშრომლების ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილას (შენობის ფასადის კედლებიდან არაუმცირეს 10-15 მეტრის დაშორებით). ასევე, შეძლებისამებრ ხორციელდება მატერიალური ფასეულობების ევაკუაცია. დაუყონებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტროენერგია და გაზმომარაგება. შენობიდან ევაკუაციის გეგმა - წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი №11).  დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 3-ში. გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა-სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი 3 № ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა 1 სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე 112 „3 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 2 საევაკუაციო გზების შემოწმება „10 წთ“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით კაპანაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 3 საევაკუაციო გეგმის მიხედვით ადამიანების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე „15 წთ“ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 4 ევაკუირებული ადამიანების აღრიცხვა „15 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 5 სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში კომპეტენტური პირების და ტექნიკის ჩართვა „15 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 6 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას „15 წთ“ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 7 გაზის, წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების ძირითადი საკეტების ჩაკეტვა „15 წთ“ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით 8 დასახმარებლად მოსული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დახვედრა და მათი ინფორმირება შექმნილი ვითარების შესახებ „5 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა 9 შშმ პირისა და მისი დამხმარე პერსონალისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა „5 წთ“ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მ/შ დავით აროშიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით ა ღ დ გ ე ნ ა  საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებას და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი იღებს შესაბამის ზომებს მერიის ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.  დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 4-ში. გასატარებელი აღდგენის ღონისძიების დეტალური გეგმა №1 რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი 4 № ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა 1 შენობის მდგრადობის და საექსპლუატაციო ვარგისიანობის დადგენა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების სამსახური 2 გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ხანძრით გამოწვეული ნარჩენების უსაფრთხო გამოტანა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების სამსახური ააიპ „სუფთა მარნეული“ 3 დაზიანებული შენობის და ასევე სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახური 4 დაზიანებული კომუნიკაციების ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მაგისტრალების შემოწმება/აღდგენა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი 5 აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება შეთანხმებით სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების სამსახური საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კობა ჩხიტუნიძე 6 ზარალის შეფასების ორგანიზება შეთანხმებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია